ავიაბილეთები ყველა მიმართულებით
ფრენები 5 ევროდან: ავიაკომპანია Ryanair-ი საქართველოს ბაზარზე შემოდის
Ryanair-ი საქართველოს ბაზარზე შემოდის. ავიაკომპანიის აეროპორტების კოდებში უკვე გამოჩნდა თბილისიც, რაც ნიშნავს, რომ კომპანია თავისი გეგმების შესახებ უახლოეს მომავალში განაცხადებს და თბილისის მიმართულებით ფრენებსაც დაიწყებს.
“იმედი გვაქვს კომპანიას ფრენები ბევრი მიმართულებით ექნება და ქართველები უკვე ვიზის გარეშე შეძლებენ ევროპაში მოგზაურობას, რისი ფასიც 5 ევროდან დაიწყება. ველოდებით ირლანდიური კომპანიის ოფიციალურ განმარტებს”,-წერს გამოცემა geolowcost.com

წინა კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირლანდიური კომპანია ფრენებს უკრაინაშიც, კერძოდ ლვოვსა და კიევშიც იწყებს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვლადიმირ ომელიანმა განაცხადა, რომ ლვოვიდან ევროპული ქალაქების მიმართულებით დაბალფასიანი ავიაკომპანია დაიწყებდა ფრენებს. ომელიანს არ დაუზუსტებია, თუ რომელ კომპანიას გულისხმობდა, თუმცა აღნიშნა, რომ მთავრობასა და კომპანიას შორის აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.
უკვე განიხილებოდა Ryanair-ის შემოსვლა საქართველოშიც. ერთი წლის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი „Ryanair”-ის კომერციულ დირექტორს, დეივიდ ობრაიანს შეხვდა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების მხრიდან საქართველოსადმი ინტერესის ზრდა განპირობებულია ქვეყანაში შექმნილი ბიზნესგარემოთი, ბოლო წლების განმავლობაში ტურისტული ნაკადის ზრდით და იმ შესაძლებლობებით, რომელსაც იძლევა საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის პროცესი.
დეივიდ ობრაიანის განმარტავდა, რომ ავიაკომპანიის სამუშაო ჯგუფი გაეცნობა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ინფრასტრუქტურულ და ოპერირების შესაძლებლობებს. მანვე იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მთავრობასთან მიმდინარე მოლაპარაკებები და კონსულტაციები დადებითად გადაწყდება.
ავიაკომპანია “Ryanair” დაარსდა 1984 წელს და ოპერირებს 1985 წლიდან. ამჟამად ავიაკომპანიის ავიაპარკი დაკომპლექტებულია ბოინგ 737-700 და ბოინგ 737-800 ტიპის საჰაერო ხომალდებით. გასულ წელს ავიაკომპანიამ გადაიყვანა 90 მილიონზე მეტი მგზავრი. 2015 წლის მონაცემებით, ავიაკომპანიას აქვს 72 ბაზა და ოპერირებს ავიარეისებს 191 აეროპორტში.
შეიძინეთ ყველაზე იაფი ავიაბილეთი
წყარო: commersant.ge
ჩვენ გირჩევთ..
ავიაბილეთები 24 ევროდ: Wizzair ქუთაისიდან 2 ახალ მიმართულებას ამატებს
ახალი მიმართულებით ავიაბილეთების გაყიდვა დაწყებულია
აშშ-სთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე მოლაპარაკებები იწყება
აშშ-სთან პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე ნათია თურნავა სექტემბერში მოლაპარაკებებს გამართავს
Ryanair – რომელ ქალაქებში და რა ფასად შეგიძლიათ მოგზაურობა
რომელი მიმართულებით და რა სიხშირით შესრულდება პირდაპირი ფრენა ევროპაში
ავიაბილეთი 10 ევროდ: Ryanair -მა საქართველოდან ფრენები დაიწყო
ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს
აშშ-მ თვითმფრინავის ბორტზე MacBook Pro-ს ზოგიერთი მოდელის ატანა აკრძალა
ივნისში Apple-მა 15-დიუმიანი MacBook Pro-ს ნაწილი უკან გაიწვია
Wizzair -ი ქუთაისიდან 12 ახალ მიმართულებას ამატებს
2020 წელს კომპანია მომხმარებელს ქუთაისის აეროპორტიდან ნახევარ მილიონ საფრენ ადგილს შესთავაზებს