ავიაბილეთები ყველა მიმართულებით
სოჭი-თბილისის მიმართულებით რეგულარული ფრენები იწყება
რუსული ავიაკომპანია «ურალის ავიახაზები» მიმდინარე წლის 1 მაისიდან სოჭი-თბილისის მიმართულებით რეგულარული პირდაპირი ფრენების განხორციელებას დაიწყებს. რეისები კვირაში ორჯერ განხორციელდება, – ნათქვამია რუსული ავიაკომპანიის საიტზე განთავსებულ ინფორმაციაში.
«ურალის ავიახაზები» უკვე ახორციელებს რუსეთსა და საქართველოს შორის რეგულარულ პირდაპირ ავიარეისებს მოსკოვი-ქუთაისის, ეკატერინბურგი-თბილისის, სანქტ-პეტერბურგი-თბილისის, მოსკოვი-ბათუმის, ეკატერინბურგი-ბათუმისა და სანქტ-პეტერბურგი-ბათუმის მიმართულებით. გარდა ამისა, 3 მაისიდან ეკატერინბურგი-ქუთაისის რეისების განხორციელება დაიწყება» – ნათქვამია ავიაკომპანიის ინფორმაციაში.
სადღეისოდ რუსეთსა და საქართველოს შორის ავიარეისებს «ურალის ავიახაზების» გარდა, ავიაკომპანიები S7 Airlines და «Аэрофлот», ასევე ქართული Airzena – Georgian Airways ახორციელებენ. 2016 წლის ნოემბერში ლოუქოსთერმა «Победа» დონის როსტოვიდან თბილისში და უკან ავიარეისების განხორციელება დაიწყო.
ცნობისთვის: რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლა 2008 წელს მას შემდეგ შეწყდა, რაც ორმხრივი ურთიერთობები დაიძაბა. იმავე წლის მარტში ფრენები ხანმოკლე დროით განახლდა, თუმცა ომის შემდეგ კვლავ შეწყდა. ფრენების ნაწილობრივ განახლება მხოლოდ 2014 წელს მოხერხდა.
ჩვენ გირჩევთ..
ავიაბილეთები 24 ევროდ: Wizzair ქუთაისიდან 2 ახალ მიმართულებას ამატებს
ახალი მიმართულებით ავიაბილეთების გაყიდვა დაწყებულია
აშშ-სთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე მოლაპარაკებები იწყება
აშშ-სთან პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე ნათია თურნავა სექტემბერში მოლაპარაკებებს გამართავს
Ryanair – რომელ ქალაქებში და რა ფასად შეგიძლიათ მოგზაურობა
რომელი მიმართულებით და რა სიხშირით შესრულდება პირდაპირი ფრენა ევროპაში
ავიაბილეთი 10 ევროდ: Ryanair -მა საქართველოდან ფრენები დაიწყო
ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს
აშშ-მ თვითმფრინავის ბორტზე MacBook Pro-ს ზოგიერთი მოდელის ატანა აკრძალა
ივნისში Apple-მა 15-დიუმიანი MacBook Pro-ს ნაწილი უკან გაიწვია
Wizzair -ი ქუთაისიდან 12 ახალ მიმართულებას ამატებს
2020 წელს კომპანია მომხმარებელს ქუთაისის აეროპორტიდან ნახევარ მილიონ საფრენ ადგილს შესთავაზებს