„Georgian Airways“ ფრენებს ახალი მიმართულებებით იწყებს
WhatsApp მოგვწერე
WhatsApp-ში 💬
032 205 44 43 general@justfly.ge

ავიაბილეთები ყველა მიმართულებით

„Georgian Airways“ ფრენებს ახალი მიმართულებებით იწყებს

ქართული ავიაკომპანია „Georgian Airways” ლონდონისა და პრაღის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისების განხორციელებას იწყებს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისი-ლონდონი (გეთვიკისაეროპორტი)-თბილისი საჰაერო ხაზზე ოპერირებას ავიაკომპანია 15 მაისიდან, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ორშაბათსა და შაბათს გეგმავს. ავირეისები თბილისი-პრაღა-თბილისის მიმართულებაზე კი 22 მაისიდან, ასევე კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ორშაბათსა და შაბათს შესრულდება.

ამასთან, ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან „ჯორჯიან ეარვეისი” განაახლებს ოპერირებას კიევისა და ხარკოვის მიმართულებებით შემდეგი განრიგით:

თბილისი-კიევი (ჟულიანისაეროპორტი)-თბილისი . ავიარეისებიგანხორციელდება 2 აპრილიდან, ყოველდღიურად, კვირაში 7 სიხშირით;

თბილისი-ხარკოვი-თბილისის ფრენები შესრულდება 12 აპრილიდან სეზონის ბოლომდე, კვირაში 2 სიხშირით ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს.

საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ აღნიშნულ საჰაერო ხაზებზე ოპერირების ნებართვა ავიაკომპანიას 2017 წლის 21 მარტს მიენიჭა.

შეიძინეთ ყველაზე იაფი ავიაბილეთი

დაჯავშნეთ იაფი სასტუმრო

ჩვენ გირჩევთ..

იაფი ავიაბილეთები

Georgian Airways
Qatar Airways
Turkish Airlines
KLM
[icegram campaigns=5981]