რუსეთიდან თბილისში ფრენებზე მოთხოვნა ოთხჯერ გაიზარდა
WhatsApp მოგვწერე
WhatsApp-ში 💬
032 205 44 43 general@justfly.ge

ავიაბილეთები ყველა მიმართულებით

რუსეთიდან თბილისში ფრენებზე მოთხოვნა ოთხჯერ გაიზარდა

რუსეთიდან თბილისისკენ ფრენებისთვის დაბრონილი ავიაბილეთების რაოდენობა მიმდინარე წლის ზაფხულში, 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ოთხჯერ გაიზარდა.

ინფორმაციას lenta.ru ტურისტულ სააგენტო OneTwoTrip-ზე დაყრდნობით ავცრელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, იმავდროულად, რუსული ქალაქებიდან თბილისში ჩამოფრენის ფასი შარშანდელთან შედარებით 21%-ით შემცირდა. ორივე გზაზე ბილეთების ფასი ახლა დაახლოებით 13,4 ათასი რუბლია.

ბათუმის ბილეთებზე მოთხოვნა თითქმის სამჯერ, ხოლო ქუთაისზე – მეოთხედით გაიზარდა. ბათუმზე ავიაბილეთების ფასი 16 ათას რუბლამდეა, რაც შარშანდელთან შედარებით 15%-ით იაფია, ხოლო ქუთაისის ბილეთები 10,2 ათასი რუბლი ღირს, რაც შარშანდელთან შედარებით 53%-ით იაფია.

შეიძინეთ ყველაზე იაფი ავიაბილეთი

დაჯავშნეთ იაფი სასტუმრო

ჩვენ გირჩევთ..

იაფი ავიაბილეთები

Georgian Airways
Qatar Airways
Turkish Airlines
KLM
[icegram campaigns=5981]