ავიაბილეთები ყველა მიმართულებით
“ქუთაისის აეროპორტი შესაძლოა, მსხვილი გადამზიდავებისთვის ლოჯისტიკური ცენტრი გახდეს”
ქუთაისის აეროპორტი შესაძლოა, “ანაკლია სითის” სატვირთო გადაზიდვებისთვისაც იყოს გამოყენებული”- ამის შესახებ “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” ხელმძღვანელმა ქეთი ალექსიძემ გადაცემაში “საქმის კურსი” განაცხადა.
ალექსიძის თქმით, “ანაკლია სითის” პროექტის განხორციელების შემთხვევაში, ქუთაისის აეროპორტის არა მარტო სამგზავროდ, არამედ სატვირთო მიმართულებით გამოყენებაც შეიძლება, რასაც ინფრასტრუქტურული ცვლილებების განხორციელება დასჭირდება.
„ქუთაისის აეროპორტი თავისი გეოგრაფიული მდებარეობით საკმაოდ მიმზიდველია. ის არის საქართველოს ცენტრში, რაც გულისხმობს იმას, რომ ქუთაისიდან ნებისმიერ წერტილში გადაადგილება სულ რამდენიმე საათში ხელმისაწვდომია. აქედან გამომდინარე, ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში, ქუთაისის აეროპორტის სამგზავროდ გამოყენება შეიძლება. ხოლო სატვირთო მიმართულების შემთხვევაში, აღნიშნულ აეროპორტში რიგი ინფრასტრუქტურული ცვლილებები იქნება განსახორციელებელი”, – განაცხადა ალექსიძემ.
მისივე თქმით, ქუთაისის აეროპორტს პერსპექტივა აქვს და სამომავლოდ, შესაძლოა, მსხვილი გადამზიდავებისთვის ლოჯისტიკურ ცენტრად იქცეს.
„ქუთაისის აეროპორტს პერსპექტივა აქვს. მისი უპირველესი დანიშნულება არის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიებისთვის გათვალისწინებული აეროპორტი, თუმცა ჩვენ ვმუშაობთ „კარგო” გადამზიდავებთან, რათა შევაფასოთ პოტენციალი, რომელიც შეიძლება ჰქონდეს აეროპორტს იმისთვის, რომ მომავალში „კარგო” გადაზიდვებისთვისაც მოხდეს მისი გამოყენება და გახდეს ლოჯისტიკური ცენტრი და სორტირების ბაზა მსხვილი გადამზიდავებისთვის”, – აღნიშნა ალექსიძემ.
ამასთან, როგორც ალექსიძემ “საქმის კურსს” განუცხადა, მგზავრთა ნაკადი მთელი ქვეყნის მასშტაბით 49%-ით არის გაზრდილი. ქუთაისის აეროპორტში კი მგზავრთა ნაკადის ყველაზე დიდი ზრდა – 93% დაფიქსირდა.
ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასა და განვითარებასთან ერთად ქალაქ ანაკლიის პროექტის განვითარება იწყება. ქალაქ ანაკლიას კომპანია “ანაკლია სითი” განავითარებს, რომლის თანადამფუძნებლები „თიბისი ჰოლდინგი” და “კონტი ჯგუფი” არიან. იმავე კომპანიებმა დააფუძნეს “ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” და ანაკლიაში ღრმაწყლოვან პორტის მშენებლობისა და განვითარების პროექტს ახორციელებენ.
ჩვენ გირჩევთ..
ავიაბილეთები 24 ევროდ: Wizzair ქუთაისიდან 2 ახალ მიმართულებას ამატებს
ახალი მიმართულებით ავიაბილეთების გაყიდვა დაწყებულია
აშშ-სთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე მოლაპარაკებები იწყება
აშშ-სთან პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე ნათია თურნავა სექტემბერში მოლაპარაკებებს გამართავს
Ryanair – რომელ ქალაქებში და რა ფასად შეგიძლიათ მოგზაურობა
რომელი მიმართულებით და რა სიხშირით შესრულდება პირდაპირი ფრენა ევროპაში
ავიაბილეთი 10 ევროდ: Ryanair -მა საქართველოდან ფრენები დაიწყო
ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს
აშშ-მ თვითმფრინავის ბორტზე MacBook Pro-ს ზოგიერთი მოდელის ატანა აკრძალა
ივნისში Apple-მა 15-დიუმიანი MacBook Pro-ს ნაწილი უკან გაიწვია
Wizzair -ი ქუთაისიდან 12 ახალ მიმართულებას ამატებს
2020 წელს კომპანია მომხმარებელს ქუთაისის აეროპორტიდან ნახევარ მილიონ საფრენ ადგილს შესთავაზებს