ავიაბილეთები ყველა მიმართულებით
“ჯეორჯიან ეარვეისი”: ჩვენთვის მოსკოვის მიმართულებით ფრენების შეზღუდვა მავნებლური პოლიტიკაა
ადრე თუ გვიან, ადეკვატური ნაბიჯი უნდა გადაიდგას და ხელისუფლებამ უნდა მიმართოს იმ ზომას, რომ რუსულ ავიაკომპანიას შეუჩეროს ფრენის უფლება საქართველოში, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზების“ გენერალურმა დირექტორმა გივი დავითაშვილმა, რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს მიერ მოსკოვის მიმართულებით ავიაკომპანიისთვის ფრენების შეზღუდვის გადაწყვეტილების კომენტირებისას განუცხადა. როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, მიზეზი, რომელიც რუსეთის ოფიციალურმა უწყებამ დაასახელა არ შეესაბამება სინამდვილეს და „ურალის ავიახაზებისთვის“ რეისების შესრულებაზე უარი „საქართველოს ავიახაზებს“ არ უთქვამს.
„ავიაკომპანია აქ არაფერ შუაში არ არის. „ურალის ავიახაზებს“ თუ რამე რეისი უნდა, ეს არის ორი ქვეყნის საავიაციო ხელისუფლების მიერ გადასაწყვეტი თემა. ჩვენ რომ მოსკოვში ან პეტერბურგში ფრენა გვინდა, ხომ არ ვეკითხებით „ურალის ავიახაზებს“? ვესაუბრებით საავიაციო ხელისუფლებას. ვიცით, რომ „ურალის ავიახაზებს“ უნდა ფრენა „ჟუკოვსკის“ აეროპორტიდან და მართლა კატეგორიული წინააღმდეგები ვართ, რომ „ჟუკოვსკის“ აეროპორტიდან „ურალის ავაიხაზებმა“ ან ნებისმიერმა რუსულმა კომპანიამ იფრინოს თბილისის მიმართულებით, რადგან თბილისის მიმართულებით, თბილისსა და მოსკოვს შორის დადგენილია ფრენების რაოდენობა, კვირაში 21 რეისი, თითოეული ქვეყნის ავიაგადამზიდავების მხრიდან. რუსები აპელირებენ, რომ „ჟუკოვსკის“ აეროპორტი არ არის მოსკოვის ტერიტორია, ეს არის საერთოდ სხვა პუნქტი და ამ შეზღუდვაში არ უნდა მოექცეს, რასაც უბრალოდ ვერ დაეთანხმება ნებისმიერი ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ნახოს ინტერნეტის საშუალებით, რომ „ჟუკოვსკის“ აეროპორტი რუსეთის ერთ-ერთი შემადგენელი აეროპოტია“, – განაცხადა გივი დავითაშვილმა.
მისივე თქმით, ორ ქვეყანას შორის თბილისი-მოსკოვის მიმართულებით რეისების სიხშირე შეთანხმებული, ხელმოწერილი იყო და ამ სიხშირეეების გაუქმება მავნებლური გადაწყვეტილებაა.
„ჩვენ ერთი თვის წინ გვინდოდა ყაზანის მიმართულებით ფრენების დაწყება, გავყიდეთ ბილეთები, მაგრამ რუსულმა მხარემ ბოლო დღეს ნებართვა არ მოგვცა გაფრენის. ეს შეიძლება ჩაითვალოს, რომ გაკეთდა „ჟუკოვსკის“ გამო, რადგან თბილისი-მოსკოვის ხაზზე, სიხშირეები შეთანხმებულია, ხელმოწერილია მხარეების მიერ, ჩვენ ნებართვა უკვე მიღებული გვაქვს მთელი ზაფხულის სეზონზე დიდი ხანია, მათთაც ასევე. ოქტომბრამდე ნებართვები ძალაში იყო და მოულოდნელი გაუქმება ამ ნებართვების არის მავნებლური პოლიტიკა. ჩემი მხრიდან მნიშვნელოვანია, რომ ჩემი ქვეყნის ბიზნესინტერესები, კონკრეტული ავიაკომპანიისა და მგზავრების ინტერესები იყოს დაცული, მაგრამ ისინი, როგორც ჩანს, ამას ბიზნესინტერესების კუთხით არ უყურებენ. როგორც ჩანს, სხვა პოლიტიკის ნაწილია ეს ყველაფერი. მანამდე ისტორიაში ასეთი რამ არ მომხდარა, რომ ფრენების ნებართვები გაცემული ყოფილიყო, ავიაბილეთები გაყიდული იყოს და გაეუქმებინოთ რეისები. ასეთი რამის გაკეთებას, მხოლოდ რუსეთის სახელმწიფო და რუსეთის საავიაციო ხელისუფლება თუ შეძლებდა“, – განაცხადა „საქართველოს ავიახაზების“ გენერალურმა დირექტორმა.
გივი დავითაშვილი შესაბამის უწყებებს ამ საკითხით დაინტერესებას ურჩევს.
„ადეკვატური ნაბიჯი, ადრე თუ გვიან, უნდა გადაიდგას და აქედან უნდა მიმართოს ხელისუფლებამ იმ ზომას, რომ მათაც შეუჩერონ ფრენის უფლება საქართველოში“, – აღნიშნა დავითაშვილმა.
სააგენტო „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ „საქართველოს ავიახაზების“ რეისები შეზღუდა, ვინაიდან ქართული მხარე რუსული ავიაკომპანია „ურალის ავიახაზების“ მიმართ თავის ვალდებულებებს არ ასრულებს.
„ეს შეზღუდვა საპასუხო ნაბიჯია, ვინაიდან მაისიდან ქართული მხარე „ურალის ავიახაზებს“ „ჟუკოვსკის“ აეროპორტიდან კვირაში ოთხი რეისის განხორციელების საშუალებას არ აძლევს“, – განაცხადეს რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროში.
ჩვენ გირჩევთ..
ავიაბილეთები 24 ევროდ: Wizzair ქუთაისიდან 2 ახალ მიმართულებას ამატებს
ახალი მიმართულებით ავიაბილეთების გაყიდვა დაწყებულია
აშშ-სთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე მოლაპარაკებები იწყება
აშშ-სთან პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე ნათია თურნავა სექტემბერში მოლაპარაკებებს გამართავს
Ryanair – რომელ ქალაქებში და რა ფასად შეგიძლიათ მოგზაურობა
რომელი მიმართულებით და რა სიხშირით შესრულდება პირდაპირი ფრენა ევროპაში
ავიაბილეთი 10 ევროდ: Ryanair -მა საქართველოდან ფრენები დაიწყო
ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს
აშშ-მ თვითმფრინავის ბორტზე MacBook Pro-ს ზოგიერთი მოდელის ატანა აკრძალა
ივნისში Apple-მა 15-დიუმიანი MacBook Pro-ს ნაწილი უკან გაიწვია
Wizzair -ი ქუთაისიდან 12 ახალ მიმართულებას ამატებს
2020 წელს კომპანია მომხმარებელს ქუთაისის აეროპორტიდან ნახევარ მილიონ საფრენ ადგილს შესთავაზებს