Brexit-ის გამო ავიაკომპანია EasyJet-ი იყოფა
WhatsApp მოგვწერე
WhatsApp-ში 💬
032 205 44 43 general@justfly.ge

ავიაბილეთები ყველა მიმართულებით

Brexit-ის გამო ავიაკომპანია EasyJet-ი იყოფა

ბრიტანული „ლოუკოსტერი“ easyJet-ი ავსტრიაში ახალი ავიაგადამზიდავის შექმნის შესახებ აცხადებს. ახალ კომპანიას easyJet Europe ერქმევა და მისი შტაბბინა ვენაში იქნება.

easyJet-ს ახალი კომპანიის დაფუძნება Brexit-ის გამო უწევს, რათა კომპანიამ ევროპაში კლიენტები არ დაკარგოს და 2019 წელს რაც დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს საბოლოოდ დატოვებს, ოპერირება შეძლოს.

ევროკავშირის კანონმდებლობის მიხედვით, ავიაკომპანიამ ქვეყნებს შორის ოპერირება რომ შეძლოს ამისათვის AOC-ს სერთიფიკატი უნდა ქონდეს, რომელიც წევრის რომელიმე ქვეყნის მიერ უნდა იყოს გაცემული.

ავსტრია ავიაგადამზიდავმა იმიტომ შეარჩია, რომ ქვეყანაში მკაცრადაა დაცული ევროპული უსაფრთხოების წესები.

აღსანიშნავია, რომ გერმანულმა Lufthansa-მ საკუთარი შვილობილი Eurowings-ი სწორედ ავსტრიაში დაარეგისტრირა, რის გამოც პროფკავშირებისგან კრიტიკა დაიმსახურა.

EasyJet-ი გეგმავს, რომ 110 თვითმფრინავი ახალ ავიაკომპანიაზე გადაარეგისტრიროს.

„ჩვენ ამ დროისათვის აკრედიტაციის რეჟიმში ვიმყოფებით. easyJet-ი ვარაუდობს, რომ მალე AOC-ს მიიღებს და შესაბამის ლიცენზიასაც მალევე მოიპოვებს“, აღნიშნულია ავიაკომპანიის განცხადერბაში.

შეიძინეთ ყველაზე იაფი ავიაბილეთი

დაჯავშნეთ იაფი სასტუმრო

ჩვენ გირჩევთ..

იაფი ავიაბილეთები

Georgian Airways
Qatar Airways
Turkish Airlines
KLM
[icegram campaigns=5981]