სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ eDrone-თან მემორანდუმი გააფორმა
WhatsApp მოგვწერე
WhatsApp-ში 💬
032 205 44 43 general@justfly.ge

ავიაბილეთები ყველა მიმართულებით

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ eDrone-თან მემორანდუმი გააფორმა

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ eDrone-თან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

მემორანდუმი ითვალისწინებს საგანმანათლებლო კონსორციუმ eDrone-ის ფარგლებში თანამშრომლობას, დრონებთან დაკავშირებული ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობის და ამ მიმართულებით საგანმანათლებლო მოდულების, მონაცემთა ბაზების, პრაქტიკული და თეორიული ცოდნის გაცვლის კუთხით.

კონსორციუმი eDrone საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების, სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციების ერთბლიობაა, რომლის მიზანია პარტნიორი ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დრონების ტექნოლოგიების შესახებ პროფესიული სასწავლო კურსების დანერგვა.

პროგრამა ითვალისწინებს საგანმანათლებლო მასალებისა და მონაცემთა ბაზების გაცვლას შემდეგი მიმართულებებით: დრონების მექანიკური მახასიათებლები, სენსორული მოწყობილობები, შეგროვებული ინფორმაციის დამუშავება-გამოყენება, დრონების ექსპლუატაციის მარეგულირებელი ეროვნული კანონმდებლობა. „უპილოტო საჰაერო ხომალდების რეგისტრაციისა და ფრენის, აგრეთვე უპილოტო საჰაერო სისტემისა და უპილოტო საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის, გამოყენებისა და შეზღუდვების წესები“ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 1 მაისს დაამტკიცა.

ახალი რეგულაციის თანახმად, უპილოტო საჰაერო ხომალდების ღია კატეგორიაში ექსპლუატაციისა და საჰაერო ხომალდის მოდელის ოპერირების მარეგულირებელი ნორმები ამოქმედდება 2017 წლის 1 სექტემბრიდან. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში უპილოტო საჰაერო ხომალდების რეგისტრაციის, ასევე სპეციფიკურ კატეგორიაში ფრენის მოთხოვნები ძალაში შევა 2017 წლის 1 ნოემბრიდან, ხოლო უპილოტო საჰაერო ხომალდების სერტიფიცირების ნაწილი ამოქმედდება 2020 წლის 1 იანვრიდან.

შეიძინეთ ყველაზე იაფი ავიაბილეთი

დაჯავშნეთ იაფი სასტუმრო

ჩვენ გირჩევთ..

იაფი ავიაბილეთები

Georgian Airways
Qatar Airways
Turkish Airlines
KLM
[icegram campaigns=5981]