ტურისტული ვიზების გაცემის პროცედურა მარტივდება
WhatsApp მოგვწერე
WhatsApp-ში 💬
032 205 44 43 general@justfly.ge

ავიაბილეთები ყველა მიმართულებით

ტურისტული ვიზების გაცემის პროცედურა მარტივდება

“საქართველოს პატრიოტების” წევრის ნატო ჩხეიძის განცხადებით, რუს კოლეგებთან საქართველოს მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

მისი თქმით, ვიზების გაცემის პროცედურა გამარტივდება იმ მოქალაქეებისთვის, რომელთაც რუსეთის ფედერაციაში კერძო ვიზიტით სურთ.

“ჩვენ ვთავაზობთ ჩვენ რუს კოლეგებს განვიხილოთ ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივება საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებსაც სურთ ესტუმრონ რუსეთის ფედერაციას კერძო, მოკლე ვიზიტით. ორიენტირისთვის შეგვიძლია ავიღოთ, შენგენის ვიზების გაცემის გამარტივებული წესი. ადამიანი მიდის რუსეთის წარმომადგენლობაში, თან აქვს ავიაბილეთი, სასტუმროს ჯავშანი, საკმარისი ფინანსური სახსრების არსებობა, სამედიცინო დაზღვევა და ყოველგვარი მოოწვევის გარეშე, ერთი კვირის განმავლობაში, მან უნდა მიიღოს რუსეთის ფედერაციის ერთჯერადი ვიზა, მაგალითად ორკვირიანი ხანგრძლოვობით. ფაქტობრივად, საუბარი მიდის ტურისტული ვიზების გაცემის აღდგენაზე, რომელიც მრავალი წლის წინ შეწყდა. ამჯამად, ტურისტული ტიპის ვიზები, რჩება ერთადერთ რუსეთის ვიზების სახეობად, რომელსაც რუსეთის ფდერაცია დღემდე არ გასცემს”, – განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

შეიძინეთ ყველაზე იაფი ავიაბილეთი

დაჯავშნეთ იაფი სასტუმრო

ჩვენ გირჩევთ..

იაფი ავიაბილეთები

Georgian Airways
Qatar Airways
Turkish Airlines
KLM
[icegram campaigns=5981]