ავიაბილეთები ყველა მიმართულებით
Air Berlin-მა თავი გაკოტრებულად გამოაცხადა
გერმანულმა ავიაკომპანია Air Berlin-მა თავი გაკოტრებულად გამოაცხადა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Spiegel-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ავიაკომპანიას 1,2 მლრდ ევროს ვალი დაუგროვდა.
მიუხედავად ამისა ავიაკომპანია რეგულარული რეისების განხორციელებას კვლავინდებურად აგრძელებს, რადგანაც გერმანიის მთავრობა ავიაკომპანიის დავალიანების, საუბარია 150 მლნ ევროზე, რესტრუქტურიზაციას გეგმავს.
იმავდროულად კი Air Berlin-ის მთავარმა აქციონერმა Etihad-მა ავიაკომპანიისთვის დამატებითი თანხების გამოყოფაზე უარი განაცხადა. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული ბიზნესის გაყიდვაზე მოლაპარაკებები უკვე შედგა Lufthansa-თან.
Air Berlin-ი წაგებაზე 2008 წლიდან მუშაობს. ავიაკომპანიამ რეკორდული ზარალი – 780 მლნ ევრო 2016 წელს დააფიქსირა.
შეგახსენებთ, რომ Air Berlin-ი 1978 წლიდან ოპერირებს და ის გერმანიაში სიდიდით მეორე ავიაკომპანიადაა მიჩნეული.
ჩვენ გირჩევთ..
ავიაბილეთები 24 ევროდ: Wizzair ქუთაისიდან 2 ახალ მიმართულებას ამატებს
ახალი მიმართულებით ავიაბილეთების გაყიდვა დაწყებულია
აშშ-სთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე მოლაპარაკებები იწყება
აშშ-სთან პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე ნათია თურნავა სექტემბერში მოლაპარაკებებს გამართავს
Ryanair – რომელ ქალაქებში და რა ფასად შეგიძლიათ მოგზაურობა
რომელი მიმართულებით და რა სიხშირით შესრულდება პირდაპირი ფრენა ევროპაში
ავიაბილეთი 10 ევროდ: Ryanair -მა საქართველოდან ფრენები დაიწყო
ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს
აშშ-მ თვითმფრინავის ბორტზე MacBook Pro-ს ზოგიერთი მოდელის ატანა აკრძალა
ივნისში Apple-მა 15-დიუმიანი MacBook Pro-ს ნაწილი უკან გაიწვია
Wizzair -ი ქუთაისიდან 12 ახალ მიმართულებას ამატებს
2020 წელს კომპანია მომხმარებელს ქუთაისის აეროპორტიდან ნახევარ მილიონ საფრენ ადგილს შესთავაზებს