ავიაბილეთები ყველა მიმართულებით
ტურიზმის საერთაშორისო ექსპერტები AIEST-ის კონფერენციის ფარგლებში საქართველოს სტუმრობენ
სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტ თბილისში” ტურიზმის სამეცნიერო და პრაქტიკოსი ექსპერტების ყველაზე გავლენიანი საერთაშორისო ასოციაცია AIEST-ის რიგით 67-ე კონფერენცია ტარდება.
ასოციაცია კონფერენციას ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყანაში ატარებს და წელს მსოფლიოს 40 ქვეყნის დელეგატს საქართველო მასპინძლობს. კონფერენციის გახსნამდე, 3 სექტემბერს, ჩატარდა ტურიზმის საერთაშორისო ექსპერტების და ტურიზმის ინდუსტრიისა და პოლიტიკის ადგილობრივი წარმომადგენლების ერთობლივი ვორქშოფი, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოში მდგრადი ტურიზმის განვითარების შესახებ დისკუსიის დაწყებას. ხოლო, 2 დღიანი კონფერენციის მთავარი თემაა: ტურიზმის მდგრადი განვითარების ბიზნეს მოდელები. ძირითად თემასთან დაკავშირებული მოხსენებების გარდა, კონფერენციაზე განიხილავენ საქართველოში ტურიზმის ბიზნესის მდგრადობას და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებს.
კონფერენცია გახსნა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ბ-ნმა გიორგი ჩოგოვაძემ და პროფ. ჰარალდ ფეჰლანერმა – ასოციაცია AIEST-ის პრეზიდენტმა. კონფერენციას მასპინძლობენ სულხან-საბა ორბელიანისა და გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტები.
„2017 წელს საქართველო არის AIEST-ის კონფერენციის მასპინძელი ქვეყანა. ჩვენ ვამაყობთ, რომ საქართველოში ვართ, რადგან საქართველო არის შთამაგონებელი ტურისტული დესტინაცია და ჩვენ მასში უდიდეს პოტენციალს ვხედავთ. ამჯერად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ტურიზმის შესახებ კანონმდებლობაში გაითვალისწინონ ქვეყანაში მდგრადი ტურიზმის განვითარების წინაპირობები მომავალი ათწლეულებისთვის“- განაცხადა პროფ. ფეჰლანერმა.
AIEST-ი 1951 წელს დაარსდა და ტურიზმის სფეროში ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე ასოციაციას წარმოადგენს, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ტურიზმის თანამედროვე ფენომენის გააზრებაში. იგი აერთიანებს წევრებს მსოფლიოს ყველა კონტინენტიდან. ასოციაციის მიზანია მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიის გაუმჯობესება ტურიზმის უახლესი ტენდენციებისა და განვითარების ანალიზის საფუძველზე, ამ სფეროში მოსალოდნელი პრობლემების წინასწარ განჭვრეტისა და მათი გადაჭრის გზების მოძიებით. კონფერენციაზე მეცნიერებს ეძლევათ შესაძლებლობა წარადგინონ განსაკუთრებულად აქტუალური კვლევები, ხოლო სფეროს პრაქტიკოსებს – ინოვაციური და წარმატებული ბიზნეს მოდელები და ქეისები.
აღსანიშნავია, რომ ასოციაციის პრეზიდენტის პროფ. ჰარალდ ფეჰლანერის თაოსნობით განხორციელებულია ტურიზმის, რეგიონალური განვითარებისა და მართვის უამრავი სამეცნიერო კვლევა წამყვანი კვლევითი ცენტრის – Eurac Research-ის (www.eurac.edu), ინგოლშტადტის უნივერსიტეტის (www.ku.de) და AIEST-ის ფარგლებში. კონფერენციის შემდგომ, გურიის გუბერნატორის ოფიციალური მოწვევით და საკონსულტაციო კომპანია “ბრენდორ ქონსალთინგის” ორგანიზებით, გურიის რეგიონის მდგრადი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, 7-დან 13 სექტემბრის ჩათვლით, პროფესორ ჰარალდ ფეჰლანერის ხელმძღვანელობით, გურიის რეგიონს ეწვევა 20 ინგოლშტადტის (გერმანია) უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტი. სტუდენტები სადიპლომო ნაშრომის ფარგლებში ადგილზე განახორციელებენ რეგიონში ტურისტული ადგილების პოტენციალის პირველად კვლევას ოთხივე მუნიციპალიტეტში. აღნიშნული კვლევის შედეგები ღირებული იქნება რეგიონის მდგრადი ტურიზმის განვითარების სტრატეგიის ჩამოყალიბებისთვის. კვლევის ეტაპზე შეხვედრები გაიმართება ადგილობრივი სახელმწიფო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან, არასამთავრობო სექტორთან, სამეცნიერო წრეების, მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებთან, მართლმადიდებელი და კათოლიკური ეკლესიების სასულიერო პირებთან, მედიასთან და მოსახლეობასთან.
ტურიზმის სფეროში საერთაშორისო მასშტაბის აქტივობები ხელს შეუწყობს ქვეყანაში მდგრადი ტურიზმის ინოვაციური მიდგომების შემუშავებას და აქტუალური პრობლემების გადაჭრის ეფექტური გზების მოძიებას.
ასოციაციის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ესტუმრეთ ვებ-გვერდს: aiest.org
ჩვენ გირჩევთ..
ავიაბილეთები 24 ევროდ: Wizzair ქუთაისიდან 2 ახალ მიმართულებას ამატებს
ახალი მიმართულებით ავიაბილეთების გაყიდვა დაწყებულია
აშშ-სთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე მოლაპარაკებები იწყება
აშშ-სთან პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე ნათია თურნავა სექტემბერში მოლაპარაკებებს გამართავს
Ryanair – რომელ ქალაქებში და რა ფასად შეგიძლიათ მოგზაურობა
რომელი მიმართულებით და რა სიხშირით შესრულდება პირდაპირი ფრენა ევროპაში
ავიაბილეთი 10 ევროდ: Ryanair -მა საქართველოდან ფრენები დაიწყო
ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს
აშშ-მ თვითმფრინავის ბორტზე MacBook Pro-ს ზოგიერთი მოდელის ატანა აკრძალა
ივნისში Apple-მა 15-დიუმიანი MacBook Pro-ს ნაწილი უკან გაიწვია
Wizzair -ი ქუთაისიდან 12 ახალ მიმართულებას ამატებს
2020 წელს კომპანია მომხმარებელს ქუთაისის აეროპორტიდან ნახევარ მილიონ საფრენ ადგილს შესთავაზებს