ავიაბილეთები ყველა მიმართულებით
5 მიზეზი: რატომ სჯობს შემოდგომაზე დასვენება
არსებობს გამოთქმა „სეზონის ფრთებზე დასვენება“, რაც საკურორტო სეზონის დასრულების და ტურისტული კომპანიების მომსახურებაზე მოთხოვნილების შემცირების პერიოდში დასვენებას გულისხმობს.
საინტერესოა, რატომაა შემოდგომაზე დასვენება ბევრად ხელსაყრელი და რაც მთავარია სასიამოვნო?
ნაკლები ხალხი – ტურისტების რაოდენობა რესტორნებსა და ბარებში, პლაჟებსა და ექსკურსიებზე ბევრად ნაკლებია, ვიდრე საკურორტო სეზონზე, რაც იმას ნიშნავს, რომ არ მოგიწევთ გაუთავებელ რიგებში დგომა, დილას ადრე ადგომა პლაჟზე საუკეთესო ადგილის დასაკავებლად და ყოველთვის იმ რესტორანში ისადილებთ, სადაც გსურთ და არა იქ, სადაც ცარიელ მაგიდას მიაგნებთ.
ნაკლები ფასები – რაც უფრო ნაკლებია ხალხი, მით უფრო ნაკლებია ფასები ყველა მომსახურებაზე – თვითმფრინავის ბილეთებით დაწყებული სასტუმროს ნომრებით დასრულებული.
მშვენიერი ამინდი – თუ მოგზაურობისთვის ჩრდილოეთის ქვეყნებს არ აირჩევთ, სადაც ზაფხულშიც საკმაოდ გრილა, შემოდგომაზე ცენტრალურ ევროპაში საკმაოდ თბილი ამინდი დაგხვდებათ, სადაც სეირნობაც ძალიან გესიამოვნებათ.
სასტუმრო იაფად – სასტუმროზე ფასის კლების პარალელურად იზრდება არჩევანის შესაძლებლობა, ასე რომ შემოდგომაზე ბევრად უფრო კომფორტულად შეგიძლიათ დაისვენოთ შედარებით ნაკლები დანახარჯებით.
ფესტივალები – შემოდგომაზე უამრავი საინტერესო ფესტივალი იმართება, რომელთა სტუმრობა აუცილებლად დიდი ხნით დაგამახსოვრდებათ.
შეიძინეთ ყველაზე იაფი ავიაბილეთი
წყარო: fortuna.ge
ჩვენ გირჩევთ..
ავიაბილეთები 24 ევროდ: Wizzair ქუთაისიდან 2 ახალ მიმართულებას ამატებს
ახალი მიმართულებით ავიაბილეთების გაყიდვა დაწყებულია
აშშ-სთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე მოლაპარაკებები იწყება
აშშ-სთან პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე ნათია თურნავა სექტემბერში მოლაპარაკებებს გამართავს
Ryanair – რომელ ქალაქებში და რა ფასად შეგიძლიათ მოგზაურობა
რომელი მიმართულებით და რა სიხშირით შესრულდება პირდაპირი ფრენა ევროპაში
ავიაბილეთი 10 ევროდ: Ryanair -მა საქართველოდან ფრენები დაიწყო
ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს
აშშ-მ თვითმფრინავის ბორტზე MacBook Pro-ს ზოგიერთი მოდელის ატანა აკრძალა
ივნისში Apple-მა 15-დიუმიანი MacBook Pro-ს ნაწილი უკან გაიწვია
Wizzair -ი ქუთაისიდან 12 ახალ მიმართულებას ამატებს
2020 წელს კომპანია მომხმარებელს ქუთაისის აეროპორტიდან ნახევარ მილიონ საფრენ ადგილს შესთავაზებს