როდიდან იწყება ფრენები: Georgian Airways-ი დიუსელდორფის მიმართულებით იფრენს
WhatsApp მოგვწერე
WhatsApp-ში 💬
032 205 44 43 general@justfly.ge

ავიაბილეთები ყველა მიმართულებით

როდიდან იწყება ფრენები: Georgian Airways-ი დიუსელდორფის მიმართულებით იფრენს

მარტიდან ავიაკომპანია Georgian Airways-ი გერმანიის სიდიდით მერვე ქალაქ, დიუსელდორფის მიმართულებით იწყებს ფრენას.

როგორც ავიაკომპანიაში განმატავენ, დიუსელდორფის მიმართულებით რეისები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მარტის ბოლოდან დაიწყება და კვირაში 2 რეისი განხორციელდება.

იმისათვის, რომ Georgian Airways-მა აღნიშნული მარშრუტის პოპულარიზაცია მოახდინოს, კომპანია სხვადასხვა ტიპის
აქციებს გეგმავს.

Georgian Airways-ში არ გამორიცხავენ ასევე, რომ უკვე დაანონსებული ბოლონიის (იტალია) გარდა რომის მიმართულებაც დაამატონ, კვირაში ორი სიხშირით.

შეგახსენებთ, რომ Georgian Airways-მა 2018 წლის გაზაფხულიდან უკვე დაანონსა ფრენები პარიზის, ბარსელონის, ბერლინის, ბრიუსელის, ბოლონიისა და ბრატისლავას მიმართულებით.

შეიძინეთ ყველაზე იაფი ავიაბილეთი

დაჯავშნეთ იაფი სასტუმრო

ჩვენ გირჩევთ..

იაფი ავიაბილეთები

Georgian Airways
Qatar Airways
Turkish Airlines
KLM
[icegram campaigns=5981]