ავიაბილეთები ყველა მიმართულებით
Wizz Air მგზავრებს ხელბარგთან დაკავშირებით, სიახლეს სთავაზობს
ავიაკომპანია “ვიზეარს” ხელბარგის ახალი პოლიტიკა აქვს, რაც ამიერიდან ყველა მომხმარებელს საშუალებას მისცემს, ერთი ერთეული დიდი ზომის ხელბარგით დამატებითი მოსაკრებლის გადახდის გარეშე იმოგზაურონ.
მგზავრები ბილეთის შეძენის შემდეგ უფლებამოსილნი არიან, თან ჰქონდეთ ერთი ერთეული ხელბარგი, რომლის მაქსიმალური ზომაა 55x40x23სმ და რომლის წონაც არ აღემატება 10 კილოგრამს. ამასთან, მომხმარებლებს საშუალება აქვთ, აეროპორტში უსაფრთხოების შემოწმების შემდეგ, აეროპორტის ”Duty free” მაღაზიებში შეძენილი პროდუქცია თვითმფრინავის ბორტზე აიტანონ.
პრიორიტეტული ჩასხდომის უფლებით მოსარგებლე მგზავრებს შესაძლებლობა აქვთ კიდევ ერთი დამატებითი ხელბარგი აიტანონ ბორტზე, რომელსაც განათავსებენ სავარძლის ქვეშ. ასეთი ბარგის მაქსიმალური ზომაა 40x30x18 სმ. აღნიშნულით სარგებლობა შეუძლიათ მგზავრებს, რომლებიც WIZZ Go, WIZZ Plus და WIZZ Privilege Pass სერვისებით სარგებლობენ. პრიორიტეტული ჩასხდომის უფლება მგზავრებს ასევე საშუალებას აძლევს, თავიდან აიცილონ ჩასხდომისას რიგში დგომის აუცილებლობა.
იოჰან ეიდაგენი, ვიზეარის მარკეტინგის დირექტორი აღნიშნავს: „ვიზეარისთვის მგზავრების კმაყოფილება მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ჩვენ გავითვალისწინეთ მომხმარებელთა სურვილი და ბილეთის შეძენისას მათ ბორტზე ხელბარგის ატანას ყოველგვარი მოსაკრებლის გარეშე ვთავაზობთ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ვიზეარი ცდლობს, მომხმარებლები ფრენის საუკეთესო გმოცდილებით უზრუნველყოს, ბილეთის დაჯავშნის მომენტიდან სასურველ დანიშნულების ადგილზე გადაყვანამდე. ჩვენი მეგობრული და პროფესიონალი გუნდი ბორტზე მუდამ ახალი თუ კარგად ნაცნობი მგზავრების მოლოდინშია.“
ჩვენ გირჩევთ..
ავიაბილეთები 24 ევროდ: Wizzair ქუთაისიდან 2 ახალ მიმართულებას ამატებს
ახალი მიმართულებით ავიაბილეთების გაყიდვა დაწყებულია
აშშ-სთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე მოლაპარაკებები იწყება
აშშ-სთან პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე ნათია თურნავა სექტემბერში მოლაპარაკებებს გამართავს
Ryanair – რომელ ქალაქებში და რა ფასად შეგიძლიათ მოგზაურობა
რომელი მიმართულებით და რა სიხშირით შესრულდება პირდაპირი ფრენა ევროპაში
ავიაბილეთი 10 ევროდ: Ryanair -მა საქართველოდან ფრენები დაიწყო
ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს
აშშ-მ თვითმფრინავის ბორტზე MacBook Pro-ს ზოგიერთი მოდელის ატანა აკრძალა
ივნისში Apple-მა 15-დიუმიანი MacBook Pro-ს ნაწილი უკან გაიწვია
Wizzair -ი ქუთაისიდან 12 ახალ მიმართულებას ამატებს
2020 წელს კომპანია მომხმარებელს ქუთაისის აეროპორტიდან ნახევარ მილიონ საფრენ ადგილს შესთავაზებს