ავიაბილეთები ყველა მიმართულებით
საქართველოს რომელი რეგიონის მაცხოვრებლებმა დაარღვიეს უმეტესად ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი
ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შვიდი თვის შედეგები დღეს NATO-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში შეაჯამეს.
„თბილისი და იმერეთი ის რეგიონებია, სადაც ყველაზე მაღალია პროცენტი იმ ადამიანების, რომლებმაც, სავარაუდოდ, დაარღვიეს უვიზოდ მიმოსვლის პროცედურები“, – ამბობს „სამოქალაქო განვითარების სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი ზვიად დევდარიანი.
ბოლო მონაცემებით, 28 მარტიდან 20 ოქტომბრამდე პერიოდში, ევროკავშირში უვიზო მოგზაურობით საქართველოს 161 885-მა მოქალაქემ ისარგებლა, მათგან 9875 მოქალაქემ უვიზოდ ყოფნის 90-დღიანი ვადა დაარღვია.
როგორც „ინტერპრესნიუსი“ წერს, დევდარიანის განამარტებით, სტატისტიკა აჩვენებს, რომ უვიზო მიმოსვლით ბევრი ადამიანი სარგებლობს, თუმცა დასაფიქრებელია მონაცემები იმ ადამიანებისა, რომლებმაც სავარაუდოდ დაარღვიეს უვიზოდ შენგენის ზონაში ყოფნის პროცედურები.
„შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დამრღვევთა რიცხვი საგანგაშო არ არის, თუმცა იძლევა საფუძველს, რომ საინფორმაციო კამპანიები ვაწარმოოთ მათ შორის იმ რეგიონებში, საიდანაც ყველაზე მეტი ადამიანი წავიდა და უკან აღარ დაბრუნდა. მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ სამწუხაროდ, შესაძლოა უვიზო მიმოსვლა შეჩერდეს, – განაცხადა დევდარიანმა.
მისივე განმარტებით, მოსახლეობას კარგად უნდა განემარტოს, რომ სხვა ქვეყანაში დარჩენით პრობლემები ექმნებათ მათაც და საქართველოსაც.
„ყოველთვიური ანალიზი არ არსებობს, თუმცა მაგალითად, მოლდოვაში იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც დატოვა ქვეყანა და უკან არ დაბრუნდა, იყო 16%. ჩვენთან არის 6%, ანუ შედარება გვაძლევს საფუძველს ითქვას, რომ მონაცემები არ არის საგანგაშო, თუმცა მეორე მხრივ, დამრღვევთა სავარაუდო რაოდენობა ყველა უწყებას უბიძგებს მოქმედებისკენ. გამოიკვეთა, რომ თბილისი, ასევე იმერეთის ქალაქებია ის ქალაქები, სადაც ყველაზე მაღალია პროცენტი ადამიანების, რომლებმაც, სავარაუდოდ, დაარღვიეს უვიზოდ მიმოსვლის პროცედურები, – აღნიშნა დევდარიანმა.
ჩვენ გირჩევთ..
ავიაბილეთები 24 ევროდ: Wizzair ქუთაისიდან 2 ახალ მიმართულებას ამატებს
ახალი მიმართულებით ავიაბილეთების გაყიდვა დაწყებულია
აშშ-სთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე მოლაპარაკებები იწყება
აშშ-სთან პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე ნათია თურნავა სექტემბერში მოლაპარაკებებს გამართავს
Ryanair – რომელ ქალაქებში და რა ფასად შეგიძლიათ მოგზაურობა
რომელი მიმართულებით და რა სიხშირით შესრულდება პირდაპირი ფრენა ევროპაში
ავიაბილეთი 10 ევროდ: Ryanair -მა საქართველოდან ფრენები დაიწყო
ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს
აშშ-მ თვითმფრინავის ბორტზე MacBook Pro-ს ზოგიერთი მოდელის ატანა აკრძალა
ივნისში Apple-მა 15-დიუმიანი MacBook Pro-ს ნაწილი უკან გაიწვია
Wizzair -ი ქუთაისიდან 12 ახალ მიმართულებას ამატებს
2020 წელს კომპანია მომხმარებელს ქუთაისის აეროპორტიდან ნახევარ მილიონ საფრენ ადგილს შესთავაზებს