შვეიცარიის სოფელში დასახლების მსურველ ოჯახებს 70 ათას დოლარს უხდიან
WhatsApp მოგვწერე
WhatsApp-ში 💬
032 205 44 43 general@justfly.ge

ავიაბილეთები ყველა მიმართულებით

შვეიცარიის სოფელში დასახლების მსურველ ოჯახებს 70 ათას დოლარს უხდიან

ოდესმე გიფიქრიათ საცხოვრებელი ადგილის შეცვლაზე? შვეიცარიაში არსებული პატარა მთიანი სოფელი ალბინენი საამისოდ ყველა მსურველ ოჯახს 70 000 აშშ დოლარს სთავაზობს.

ვალეს კანტონაში მდებარე თვალწარმტაცი სოფელი ამგვარად იზიდავს ადამიანებს, იცხოვრონ მშვიდ საცხოვრებელ ადგილზე და დატკბნენ ალპური პეიზაჟით, პარალელურად კი თავიდან აიცილონ სოფლის გაუკაცრიელება.

ინიციატივის მიხედვით, ალბინენში დასახლების შემთხვევაში ერთი ზრდასრული ადამიანი 25 000 დოლარს მიიღებს, თითო შვილზე კი 10 ათასი დაემატება, რაც იმას ნიშნავს, რომ სოფელში საცხოვრებლად გადასვლისას მსურველმა ოჯახმა შესაძლოა 70 ათასზე მეტი დოლარი მიიღოს.

ხსენებულ სოფელში ამჟამად 240 ადამიანი ცხოვრობს, რადგან ბოლო პერიოდში იგი ბევრმა მაცხოვრებელმა მიატოვა სხვადასხვა მიზეზის გამო.

შეიძინეთ ყველაზე იაფი ავიაბილეთი

დაჯავშნეთ იაფი სასტუმრო

წყარო: reginfo.ge

ჩვენ გირჩევთ..

იაფი ავიაბილეთები

Georgian Airways
Qatar Airways
Turkish Airlines
KLM
[icegram campaigns=5981]