სამუშაო და საცხოვრებელი: 7 პრაქტიკული მეთოდი პოლონეთში წასასვლელად
WhatsApp მოგვწერე
WhatsApp-ში 💬
032 205 44 43 general@justfly.ge

ავიაბილეთები ყველა მიმართულებით

[adinserter block="1"]
[adinserter block="2"]

სამუშაო და საცხოვრებელი: 7 პრაქტიკული მეთოდი პოლონეთში წასასვლელად

მოგეხსენებათ, დღეს აქტუალურია ჩვენს ქვეყანაში სხვადასხვა ევროპული თუ არაევროპული ქვეყნების მიმართულებით გამგზავრების საკითხი, როგორც სასწავლო ასევე სამუშაო მიზნით.

დღეს, კი გვინდა შემოგთავაზოთ სპეციალისტების მიერ რეკომენდირებული, პოლონეთში გამგზავრების (სამუშაოდ, სასწავლებლად, ბიზნესის საკეთებლად) რეალურად მუშა ვარიანტები, ქვეყანაში დარჩენის და ცხოვრების უფლების მიღების დიდი შანსებით.. მოდით გადავიდეთ საქმეზე და განვიხილოთ ყველა შესაძლო ვარიანტი:

1. პოლონეთში გადასვლა პოლონელის ბარათით

თუ თქვენი ბებია, ბაბუა ან დიდი ბებია და დიდი ბაბუა იყვნენ პოლონელები, ასეთ შემთხვევაში თქვენ გაქვთ კანონიერი უფლება მოითხოვოთ პოლონელის ბარათი. ამასთან ერთად, თქვენ აუცილებლად დაგჭირდებათ პოლონური ენისა და პოლონეთის ისტორიის ცოდნა. აუცილებლად დაგჭირდებათ გასაუბრების გავლა და მხოლოდ ამის შემდეგ შეგეძლებათ უფასოდ გაემგზავროთ პოლონეთში და 1 წლის შემდეგ კი მიიღოთ პოლონეთის მოქალაქეობა. უფრო მეტიც, პოლონეთი პირველი 9 თვე გეხმარებათ ფინანსურად, ოჯახის თითოეულ წევრს ურიცხავს 1 500 ამერიკულ დოლარს.

დაჯავშნეთ იაფი ავიაბილეთი

2. პოლონეთში მუშაობა

საქმე იმაშია, რომ პოლონელების დიდი ნაწილი სამუშაოდ მიემგზავრება გერმანიაში და ქვეყანაში რჩება საკმაოდ ბევრი თავისუფალი სამუშაო ადგილი. მართალია, სამუშაო საკმაოდ მძიმეა, მაგრამ, შეიძლება ეს სამუშაო ამად ნამდვილად ღირდეს. პირველ რიგში უნდა გაფორმდეს სამშაო ვიზა, ამის შემდეგ კი შესაძებელია ბინადრობის უფლების მიღებაც. მაგრამ აუცილებლად იყავით ყურადღებით! საქმე იმაშია, რომ პოლონური კანონმდებლობით, პოლონურ კომპანიებს არ აქვთ სამსახურში მოწყობის სანაცვლოდ მიიღონ ანაზღაურება. უფრო მეტად, ისინი იღებენ თანხას იმისთვის, რომ დახმარება გაგიწიონ სავიზო დოკუმენტების მომზადებაში. ჩვენ გირჩევდით, რომ მოიძიოთ სამსახური პოლონურ საიტებზე Google Translate -ის (თარჯიმანის) დახმარებით.

3. სამსახური Freelancer-ებისთვის და შემოქმედებითი პროფესიებისთვის

მაგალთად, თუ თქვენ ხართ პროგრამისტი, დიზაინერი, არქიტექტორი ან მხატვარი, მაშინ თქვენ შეგიძლიათ მოეწყოთ ე.წ ბიზნეს-ინკუბატორში. გამომდინარე იქიდან, რომ თქვენი სამუშაო ინტელექტუალურია, თქვენ შეგიძლიათ გაფორმდეთ, როგორც დაბალი საშემოსავლო გადასახადის გადამხდელად. ამ საშუალებებით თქვენ შეგეძლებათ მიიღოთ 3 წლიანი ბინადრობის უფლება – ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა IT სპეციალისტებისთვის.

4. ბიზნეს-ემიგრაცია

ეს მეთოდი მორგებულია უფრო მეტად მათზე, ვინც მზადაა ჰქონდეს რეალური ბიზნესი. გაყალბებული საბუთებით ვერაფერს გახდებით. კომპანიის დაფუძნებით მიიღებთ 1 ან 2 წლიან ბინადრობით უფლებას. იმისათვის, რომ ბინადრობით უფლება გაიხანგრძლივოთ აუცილებელია, რეალური ბრუნვის ჩვენება. ამ მომენტისთვის კომპანიის შექმნის საფასური შეადგენს 500 ევროს. აუცილებელია შეიტანოთ სასტარტო კაპიტალი 5 000 ზლოტის ოდენობით (ეს დაახლოებით 1 250 დოლარს შეადგენს).

5. პოლონური ენის კურსები

თუ თქვენ არ იცით პოლონური ენა, თქვენ ვერ შეძლებთ მაღალანაზღაურებადი სამსახურის მოძიებას. რაც უფრო კარგად იცით პოლონური ენა, მით უფრო მეტის გამომუშავება შეგეძლებათ, უფრო იაფად დაიქირავებთ საცხოვრებელს და მით უფრო კარგად შეძლებთ საზოგადოებასთან ადაპტაციას. ამიტომაც შესაძლებელია განვიხილოთ პოლონეთში გამგზავრება პოლონური ენის შესწავლის მიზნით. საამისოდ თვეში სწავლის გადასახადის, კვებისა და საცხოვრებლის გათვალისწინებით დაგჭირდებათ დაახლოებით 1 400 ევრო.

წინასწარი გადახდის გარეშე სასტუმროს დაჯავშნა

[tp_search_shortcodes]
Can't find search form model by id "17355372e8"

6. პოლონურ უმაღლეს სასწავლებელში სწავლა

თუ თქვენ ახლახან დაამთავრეთ სკოლა ან უბრალოდ გსურთ პოლონეთშიც მიიღოთ უმაღლესი განათლება – მაშინ ეს საუკეთესო ვარიანტია ახალი ცხოვრების დასაწყებად ან არსებულის გაასაგრძელებლად. საქმე, იმაშია, რომ პოლონეთში სწავლა საკმაოდ იაფია. საამისოდ თვეში თქვენ დაგჭირდებათ დაახლოებით 1 000 ევრო, განათლების მიღება კი შეგიძლიათ, როგორც პოლონური ასევე ინგლისურ ენაზე, ზოგიერთ უმაღლეს სასწავლებლებში რუსულადაც კი შესაძლებელია. დაგვეთანხმებით, რომ ევროპაში უმაღლესი განათლების მიღება დღეს ძალიან ფასობს, თქვენ გაგეხსნებათ უამრავი შესაძლებლობა: თქვენ შეძლებთ, მოგზაურობას, საუკეთესო სპეციალობის მიღებას და რაც მთავარია – სწავლის დასრულების შემდეგ, დიდი ალბათობით შეძლებთ მაღალანაზღაურებადი სამსახურის მოძიებას და პოლონეთში დიდი ხნით დარჩენას.

7. პროფესიული სასწავლებელი

თუ თქვენ უკვე ხართ 30, 40, 50, 60 წლის, ალბათ ნაკლებათ წახვალთ პოლონეთში სასწავლებლად. მიუხედავად ასაკის სწავლის მიღება მაინც შესაძლებელია. პოლონეთში არის სპეციალური სასწავლებლები სადაც განათლებას იღებენ უფროსები. აღნიშნული სასწავლებლები რაღაცით წააგავს ტექნიკუმებს. თქვენ შესაძლებლობა გექნებათ შეისწავლოთ სხვადასხვა ხელობა თუ პროფესია, როგორიცაა მაგალითად: პოვარი, მასაჟისტი, ტუროპერატორი, ბუღალტერი და სხვა. რაც ყველაზე მთავარია, უმეტეს შემთხვევებში ამ დაწესებულებებში სწავლა სრულიად უფასოა!

დიდი იმედი გვაქვს, ჩვენი მკითხველისთვის ზემოთ მოცემული სტატია საინტერესო და შედეგის მომტანი იყო.

წარმატებებს გისურვებთ.

იაფი ავიაბილეთები

სამოგზაურო დაზღვევა 1 ლარად

დაჯავშნეთ სასტუმრო გადახდის გარეშე

[adinserter block="3"]
[adinserter block="4"]

ჩვენ გირჩევთ..

იაფი ავიაბილეთები

Georgian Airways
Qatar Airways
Turkish Airlines
KLM
[icegram campaigns=5981]