Georgian Airways-ი 25 მარტიდან 11 ახალი მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს
WhatsApp მოგვწერე
WhatsApp-ში 💬
032 205 44 43 general@justfly.ge

ავიაბილეთები ყველა მიმართულებით

Georgian Airways-ი 25 მარტიდან 11 ახალი მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს

1 მარტს, სასტუმრო “ბილტმორში”, Georgian Airways-ის გენერალური დირექტორმა, გივი დავითაშვილმა, ავიაკომპანიის 11 ახალი მიმართულების შესახებ პრესკონფერენცია გამართა.

ავიაკომპანია Georgian Airways-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან პარიზის, ბრიუსელის, ბოლონიის, ბარსელონის, ბერლინის, კიოლნის, ბრატისლავას, ათენის, სალონიკის, ხარკოვისა და ყაზანის მიმართულებით 2018 წლის 25 მარტიდან პირდაპირ ფრენებს შეასრულებს. მგზავრების კომფორტის უზრუნველყოფის მიზნით პირდაპირი ფრენები მხოლოდ დღისა და საღამოს საათებში დაინიშნება.

პირდაპირი ავიარეისების დამატება მგზავრებისთვის დროის დაზოგვასა და მაქსიმალური კომფორტის შექმნას ისახავს მიზნად. ავიაკომპანიის აღნიშნული წარმატებული ნაბიჯი ხელს შეუწყობს როგორც ეროვნული ავიაციის განვითარებას, ასევე ახალი კადრების დასაქმებას.

Georgian Airways-ი ავიარეისებს 1993 წლიდან ახორციელებს. პირველი ქართული ავიაკომპანია 25 წლის განმავლობაში მგზავრებს უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებსა და მაღალი ხარისხის მომსახურებას სთავაზობს. ამჟამად, Georgian Airways-ი მსოფლიოს 10 მიმართულებით ასრულებს პირდაპირ ფრენებს, 25 მარტიდან კი ეს ციფრი 21-მდე გაიზრდება.

შეიძინეთ ყველაზე იაფი ავიაბილეთი

დაჯავშნეთ იაფი სასტუმრო

ჩვენ გირჩევთ..

იაფი ავიაბილეთები

Georgian Airways
Qatar Airways
Turkish Airlines
KLM
[icegram campaigns=5981]