ახალი ქართული ავიაკომპანია Myway Airlines-ი ოპერირებას იწყებს
WhatsApp მოგვწერე
WhatsApp-ში 💬
032 205 44 43 general@justfly.ge

ავიაბილეთები ყველა მიმართულებით

ახალი ქართული ავიაკომპანია Myway Airlines-ი ოპერირებას იწყებს

ახალი ქართული ავიაკომპანია Myway Airlines-ი ოპერირებას იწყებს. ავიაკომპანია ფრენებს თბილისიდან თელ-ავივის, მოსკოვის, სამარას, სანქტ-პეტერბურგის, ჟუკოვსკის მიმართულებით განახორციელებს, ნებართვის მისაღებად კომპანიამ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს უკვე მიმართა.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაციით, რომ 27 მარტს, სააგენტოში ავიაკომპანია Myway Airlines-ის განცხადება შევიდა თბილისი-თელ-ავივი-თბილისის, თბილისი-მოსკოვი-თბილისის, თბილისი-ჟუკოვსკი-თბილისის, თბილისი-სამარა-თბილისის და თბილისი-სანქტ-პეტერბურგი-თბილისის საჰაერო ხაზებზე რეგულარულ გადამზიდველად დანიშვნის თაობაზე.

„საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს საავიაციო ხელისუფლებებს შორის 2012 წლის 6 აგვისტოს შეხვედრის ოქმის შესაბამისად, თითოეული მხრიდან შესაძლებელია სამი ავიაგადამზიდველის დანიშვნა. საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის საავიაციო ხელისუფლებებს შორის 2016 წლის 10 ივნისის ტექნიკური შეხვედრის ოქმის შესაბამისად, თითოეულ მიმართულებაზე, თითოეული მხრიდან შესაძლებელია სამი ავიაგადამზიდველის დანიშვნა”, აღნიშნულია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.

შეიძინეთ ყველაზე იაფი ავიაბილეთი

დაჯავშნეთ იაფი სასტუმრო

ჩვენ გირჩევთ..

იაფი ავიაბილეთები

Georgian Airways
Qatar Airways
Turkish Airlines
KLM
[icegram campaigns=5981]