ავიაბილეთები ყველა მიმართულებით
GCAA-მ Myway Airlines-ის განაცხადი 10 მიმართულებით საჰაერო ხაზებზე რეგულარულ გადამზიდველად დანიშვნაზე დააკმაყოფილა
სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ (GCAA) ავიაკომანია Myway Airlines-ის განაცხადი 10 მიმართულებით საჰაერო ხაზებზე რეგულარულ გადამზიდველად დანიშვნის თაობაზე დააკმაყოფილა.
Myway Airlines-ს ფრენებს თბილისი-თელ-ავივის, თბილისი-მოსკოვის, თბილისი-ჟუკოვსკის, თბილისი-სამარას, თბილისი-სანქტ-პეტერბურგის, თბილისი-თეირანის, თბილისი-კიევის, თბილისი-მინსკის, თბილისი-დუბაის და თბილისი-პეკინის მიმართულებით გეგმავს.
ავიაკომპანიაში განმარტავენ, რომ აღნიშნულ მიმართულებებზე ოპერირებას მაისის ბოლოდან დაიწყებენ.
„ფრენები თავდაპირველად თეირანის, კიევის, მინსკის, თელავივის და დუბაის მიმართულებით განხორციელდება, წელსვე დაგეგმილია რეისების შესრულება მოსკოვში, ჟუკოვსკის აეროპორტში, სამარაში და სანქტ-პეტერბურგში. აგვისტოდან კომპანია ავიარეისების განხორციელებას პეკინში, ურუმჩის გავლით გეგმავს. კომპანიის ავიაპარკი Boeing-737 ტიპის ორი თვითმფრინავით არის წარმოდგენილი, მესამე თვითმფრინავს ივლისის დასაწყისში, მეოთხეს კი დეკემბერში ველოდებით“,- აცხადებს Myway Airlines -ის კომერციული დირექტორი იგორ აფციაური.
აღსანიშნავია, რომ Myway Airlines-მა პირველი ჩარტერი – საინფორმაციო ფრენა უკვე განახორციელა. პირველმა ეკიპაჟმა ბორტზე მედიის წარმომადგენლებს, საქართველოს ბაზარზე ოპერირებად ტურისტულ სააგენტოებს და საჯარო უწყებების წარმომადგენლებს უმასპინძლა. ფრენის ფარგლებში ქართულმა ავიაკომპანიამ თბილისი-თეირანი-თბილისის რეისი განახორციელა.
ირანის გაერთიანებული აეროპორტების წარმომადგენლებმა, ოფიციალურ შეხვედრაზე, ავიაბაზარზე, ახალი ავიაკომპანიის შემოსვლის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ხაზი გაუსვეს ქართულ ავიაკომპანიასთან თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას.
Myway Airlines-ს ექსპლუატანტის სერტიფიკატი (AOC) მიმდინარე წლის იანვარში მიენიჭა. გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა კი კომპანიამ თებერვლის თვეში აიღო. ამ ეტაპზე ავიაკომპანიაში 100-მდე ადამიანია დასაქმებული და მარშრუტების ზრდასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა გაიზრდება. წლის ბოლომდე კომპანის 250 თანამშრომელი ეყოლება.
Myway Airlines-ის მენეჯმენტს საწყის ეტაპზე განვითარების 3 ნაწილიანი სამოქმედო გეგმა აქვს გაწერილი, რომლის წარმატებით შესრულების შემთხვევაში კომპანია რეისებს თბილისიდან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის აშშ-შიც განახორციელებს. კომპანიის მიზანია, გრძელვადიან პერიოდში საქართველოს ჰაბის ფუნქცია დაუბრუნოს.
ჩვენ გირჩევთ..
ავიაბილეთები 24 ევროდ: Wizzair ქუთაისიდან 2 ახალ მიმართულებას ამატებს
ახალი მიმართულებით ავიაბილეთების გაყიდვა დაწყებულია
აშშ-სთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე მოლაპარაკებები იწყება
აშშ-სთან პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე ნათია თურნავა სექტემბერში მოლაპარაკებებს გამართავს
Ryanair – რომელ ქალაქებში და რა ფასად შეგიძლიათ მოგზაურობა
რომელი მიმართულებით და რა სიხშირით შესრულდება პირდაპირი ფრენა ევროპაში
ავიაბილეთი 10 ევროდ: Ryanair -მა საქართველოდან ფრენები დაიწყო
ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს
აშშ-მ თვითმფრინავის ბორტზე MacBook Pro-ს ზოგიერთი მოდელის ატანა აკრძალა
ივნისში Apple-მა 15-დიუმიანი MacBook Pro-ს ნაწილი უკან გაიწვია
Wizzair -ი ქუთაისიდან 12 ახალ მიმართულებას ამატებს
2020 წელს კომპანია მომხმარებელს ქუთაისის აეროპორტიდან ნახევარ მილიონ საფრენ ადგილს შესთავაზებს