Wizz Air-ი Essenza-ს თანამედროვე მოდელის სავარძლებით აღიჭურვება
WhatsApp მოგვწერე
WhatsApp-ში 💬
032 205 44 43 general@justfly.ge

ავიაბილეთები ყველა მიმართულებით

Wizz Air-ი Essenza-ს თანამედროვე მოდელის სავარძლებით აღიჭურვება

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წამყვანმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Wizz Air-მა, ხელი მოაწერა ახალ შეთანხმებას კომპანიასთან GEVEN.

Wizz Air-ი GEVEN-ის მიერ შექმნილ უახლეს ინოვაციას შეიძენს. Essenza-ს ტიპის სავარძლების თანამედროვე მოდელით აღიჭურვება 110 ეარბას A321neo ტიპის თვითმფრინავის სავარძლებით მომარაგება 2019 წლის იანვრიდან დაიწყება და 5 წელი გაგრძელდება. ახალი შეკვეთის საფასური 44 მილიონი ევროა.

ახალი შეთანხმება დადებითად აისახება როგორც მომხმარებელთა კომფორტის გაუმჯობესებაზე, ასევე ავიაკომპანიის შემდგომ ოპერაციებზეც.

კომპანიაში ამბობენ, რომ მსუბუქი სავარძლები ნაკლები საწვავის მოხმარებას განაპირობებს, რაც, თავისთავად, შედარებით ნაკლებ ეკოლოგიურ კვალს დატოვებს გარემოზე და Wizz Air-ის უფრო დაბალბიუჯეტიანი მომსახურების განვითარებას შეუწყობს ხელს.

„ ფლოტის განვითარებისთვის მუდმივად ვახორციელებთ ინვესტირებას. ეარბას A321neo ტიპის თვითმფრინავი მნიშვნელოვნად შეამცირებს ჩვენს ხარჯებს, ინტერიერის ახალი დიზაინი კი ბორტზე სერვისის გაუმჯობესებასა და უკეთეს კომფორტს განაპირობებს“ – აღნიშნა Wizz Air-ის მარკეტინგის დირექტორმა იოჰან ეიდჰაგენმა.

„ახალტექნოლოგიური თვითმფრინავი და მისი ინტერიერი საშუალებას მოგვცემს, გავაგრძელოთ ჩვენი საოპერაციო ხარჯების შემცირება და ევროპის წამყვან დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიად ვიქცეთ. Wizz Air გააგრძელებს საჰაერო მგზავრობის მოთხოვნის სტიმულირებას და მომხმარებლებს ყველაზე დაბალ ფასებსა და ევროპის ყველაზე ახალგაზრდა და ეფექტურ ფლოტთან ერთად მგზავრობის შესაძლებლობას შესთავაზებს“.

GEVEN-ის Essenza-ს ტიპის სავარძელი იტალიური მოდის მიხედვითაა შექმნილი და Wizz Air-ის თვითმფრინავის ინტერიერის უნიკალურ მახასიათებლებს უსვამს ხაზს. ახალი მოდელი მომხმარებელთა კომფორტზეა გათვლილი, სავარძლებს შორის დაშორება დაახლოებით 25%-ით იზრდება. Wizz Air-თვის დამახასიათებელი ლურჯი ფერის სავარძლები დამზადდება მაღალტექნოლოგიური ტყავით და ექნება კომფორტული ფორმა. აღნიშნული სიახლეები, ესთეტიკური სიამოვნების გარდა, ფუნქციონალურ უპირატესობასაც განაპირობებს. მგზავრებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ თანამედროვე თვითმფრინავის სრული კომფორტით ისარგებლონ.

შეიძინეთ ყველაზე იაფი ავიაბილეთი

დაჯავშნეთ იაფი სასტუმრო

ჩვენ გირჩევთ..

იაფი ავიაბილეთები

Georgian Airways
Qatar Airways
Turkish Airlines
KLM
[icegram campaigns=5981]