ავიაბილეთები ყველა მიმართულებით
ევროპაში უვიზოდ გასამგზავრებლად, ნებართვის მიღება და 7 ევროს გადახდა სავალდებულო ხდება
ევროპაში უვიზოდ გამგზავრებამდე, უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე ქვეყნების მოქალაქეებს ნებართვის მიღებას და შვიდი ევროს გადახდას მოსთხოვენ. შეთანხმებას ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა დღეს მიაღწიეს.
როგორც ევროკავშირის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი, იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებსაც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება აქვს გაფორმებული, ევროპაში გასამგზავრებლად ავტორიზაციის მისაღებად, ონლაინ ანკეტის შევსება და შვიდი ევროს გადახდა მოუწევთ.
„ანკეტაში შეტანილი ინფორმაცია ავტომატურ რეჟიმში შემოწმდება ევროკავშირისა და ინტერპოლის მონაცემთა ბაზაში, რის საფუძველზეც დადგინდება, აქვს თუ არა კონკრეტულ მოქალაქეს ევროპაში შესვლის უფლება. თუ სისტემამ საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინა, ევროპაში გამგზავრების ნებართვას მოქალაქე დაუყოვნებლივ მიიღებს. ევროპაში მოგზაურობის ავტორიზაცია სამი წლის ვადით გაიცემა“, – განმარტებულია პრესრელიზში.
ანკეტაში მითითებული ინფორმაციის საეჭვოობის შემთხვევაში, მას დამატებით გადაამოწმებენ. ამ შემთხვევაში, ევროპაში გასამგზავრებლად ნებართვის მისაღებად მაქსიმალური ვადა 96 საათი, ანუ ოთხი დღე იქნება.
პირველ ეტაპზე, ევროპაში მოგზაურობის ნებართვის მიღება იმ მოქალაქეებს დასჭირდებათ, ვინც თვითმფრინავით ან გემით მგზავრობს. სამ წელიწადში კი იგივე მოთხოვნები გავრცელდება ავტობუსით მოგზაურებზეც.
პრესრელიზის თანახმად, ევროპაში მოგზაურობის საინფორმაციო და ავტორიზაციის სისტემა ETIAS-ის ევროპარლამენტის დეპუტატებმა უნდა უყარონ კენჭი.
ევროპაში მოგზაურობის საინფორმაციო და ავტორიზაციის სისტემა 2020 წლიდან ამოქმედდება.
შეიძინეთ ყველაზე იაფი ავიაბილეთი
წყარო: imedinews.ge
ჩვენ გირჩევთ..
ავიაბილეთები 24 ევროდ: Wizzair ქუთაისიდან 2 ახალ მიმართულებას ამატებს
ახალი მიმართულებით ავიაბილეთების გაყიდვა დაწყებულია
აშშ-სთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე მოლაპარაკებები იწყება
აშშ-სთან პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე ნათია თურნავა სექტემბერში მოლაპარაკებებს გამართავს
Ryanair – რომელ ქალაქებში და რა ფასად შეგიძლიათ მოგზაურობა
რომელი მიმართულებით და რა სიხშირით შესრულდება პირდაპირი ფრენა ევროპაში
ავიაბილეთი 10 ევროდ: Ryanair -მა საქართველოდან ფრენები დაიწყო
ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს
აშშ-მ თვითმფრინავის ბორტზე MacBook Pro-ს ზოგიერთი მოდელის ატანა აკრძალა
ივნისში Apple-მა 15-დიუმიანი MacBook Pro-ს ნაწილი უკან გაიწვია
Wizzair -ი ქუთაისიდან 12 ახალ მიმართულებას ამატებს
2020 წელს კომპანია მომხმარებელს ქუთაისის აეროპორტიდან ნახევარ მილიონ საფრენ ადგილს შესთავაზებს