ავიაბილეთები ყველა მიმართულებით
მიზეზები, რის გამოც შესაძლოა საქართველოს საზღვრის გადაკვეთაზე უარი გეთქვათ
იგეგმება გაფართოვდეს საფუძვლები, როდესაც ქვეყნის მოქალაქეს საქართველოს საზღვრის გადაკვეთაზე შეიძლება უარი ეთქვას.
ამასთან დაკავშირებით “საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ” კანონში ცვლილებები მომზადდა, რომლის მიღების მიზანია, იმ მოქალაქეთა ევროკავშირის/შენგების სივრცის ქვეყნებში გადინების შემცირება, რომლებიც უვიზოდ მოგზაურობის შესაძლებლობას არაკეთილსინდისიერად გამოიყენებენ.
კერძოდ, თუ საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტზე დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქე ევროკავშირის/შენგენის სივრცის იმ ქვეყანაში მიემგზავრება, რომელთანაც საქართველოს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი აქვს, მას შეიძლება საზღვრის გადაკვეთაზე უარი ეთქვას შემდეგ შემთხვევებში, თუ არ გააჩნია:
– ბიომეტრიული პასპორტი, რომელიც უკანასკნელი 10 წლის განმავლობაშია გაცემული და რომლის მოქმედების ვადაც საქართველოში დაბრუნების დღისათვის არანაკლებ სამი თვეა;
-უკან დასაბრუნებელი სამგზავრო ბილეთი;
-სასტუმროს/საცხოვრებელი ბინის მოქმედი ჯავშანი ან სხვა დამადასტურებელი დოკუმენტი და მისამართი ან ევროკავშირის/შენგენის სივრცის ქვეყნის ტერიტორიაზე ლეგალურად მცხოვრები მასპინძლის მისამართი;
-სამოგზაურო დაზღვევა და ასევე, მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი.
დღეს მოქმედი კანონით, საქართველოს მოქალაქეს საზღვრის გადაკვეთაზე უარი იმ შემთხვევაში შეიძლება ეთქვას, თუ სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნება ან თუ ყალბ ან ძალის არმქონე საბუთებს წარადგენს.
“საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ” კანონში ცვლილებების პროექტი “ქართული ოცნების” დეპუტატებმა: არჩილ თალაკვაძემ, ეკა ბესელიამ, მამუკა მდინარაძემ, გიორგი ვოლსკიმ, კახა კუჭავამ, ოთარ დანელიამ, გიორგი ხატიძემ და ზვიად კვაჭანტირაძემ მოამზადეს.
პროექტის ინიცირება ბიუროს უახლოეს სხდომაზე იგეგმება.
შეიძინეთ ყველაზე იაფი ავიაბილეთი
წყარო: allnews.ge
ჩვენ გირჩევთ..
ავიაბილეთები 24 ევროდ: Wizzair ქუთაისიდან 2 ახალ მიმართულებას ამატებს
ახალი მიმართულებით ავიაბილეთების გაყიდვა დაწყებულია
აშშ-სთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე მოლაპარაკებები იწყება
აშშ-სთან პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე ნათია თურნავა სექტემბერში მოლაპარაკებებს გამართავს
Ryanair – რომელ ქალაქებში და რა ფასად შეგიძლიათ მოგზაურობა
რომელი მიმართულებით და რა სიხშირით შესრულდება პირდაპირი ფრენა ევროპაში
ავიაბილეთი 10 ევროდ: Ryanair -მა საქართველოდან ფრენები დაიწყო
ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს
აშშ-მ თვითმფრინავის ბორტზე MacBook Pro-ს ზოგიერთი მოდელის ატანა აკრძალა
ივნისში Apple-მა 15-დიუმიანი MacBook Pro-ს ნაწილი უკან გაიწვია
Wizzair -ი ქუთაისიდან 12 ახალ მიმართულებას ამატებს
2020 წელს კომპანია მომხმარებელს ქუთაისის აეროპორტიდან ნახევარ მილიონ საფრენ ადგილს შესთავაზებს