ავიაბილეთები ყველა მიმართულებით
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა შესაძლოა ადგილმდებარეობა შეიცვალოს
გაუქმდება თუ არა საერთაშორისო აეროპორტი ბათუმში? – აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ამ საკითხზე აჭარის მთავრობაში მსჯელობა დაწყებულია.
ტურისტულ ქალაქში არსებული აეროპორტის ალტერნატივად განიხილება აეროპორტის გახსნა გურიის სოფელ მერიაში, ყოფილი სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე, ან ქობულეთში.
„ეს იყო ინიციატივის დონეზე წინადადება. ვთვლი, რომ აეროპორტის მხარეს ბათუმში ძალიან მნიშვნელოვანი საინვესტიციო პოტენციალია და სწორედ აეროპორტის არსებობის გამო ვერ ხდება მისი ათვისება. აეროპორტის გადატანის შემთხვევაში კი ექნება განვითარების პერსპექტივა. ამავდროულად განვითარდება ქობულეთიც და ბათუმიც“, – განუცხადა აჭარის ტელევიზიას უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან“ ცოტნე ანანიძემ.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე კი აეროპორტის გადატანაზე საბოლოო გადაწყვეტილებას ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის შემდეგ მიიღებს.
„კონცეპტუალურად საკითხი დაყენებულია და რა თქმა უნდა ტექნიკურ ეკონომიკური შესწავლის შემდეგ შეგვიძლია უფრო დეტალურად ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ და შემდგომ მივიღოთ გადაწყვეტილებები“, აცხადებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.
რაც შეეხება ბათუმის სანაპიროს, ანუ იმ ადგილს სადაც აეროპორტი მოწყობილი – ტერიტორიის საინვესტიციოდ მომზადება იგეგმება.
ჩვენ გირჩევთ..
ავიაბილეთები 24 ევროდ: Wizzair ქუთაისიდან 2 ახალ მიმართულებას ამატებს
ახალი მიმართულებით ავიაბილეთების გაყიდვა დაწყებულია
აშშ-სთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე მოლაპარაკებები იწყება
აშშ-სთან პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე ნათია თურნავა სექტემბერში მოლაპარაკებებს გამართავს
Ryanair – რომელ ქალაქებში და რა ფასად შეგიძლიათ მოგზაურობა
რომელი მიმართულებით და რა სიხშირით შესრულდება პირდაპირი ფრენა ევროპაში
ავიაბილეთი 10 ევროდ: Ryanair -მა საქართველოდან ფრენები დაიწყო
ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს
აშშ-მ თვითმფრინავის ბორტზე MacBook Pro-ს ზოგიერთი მოდელის ატანა აკრძალა
ივნისში Apple-მა 15-დიუმიანი MacBook Pro-ს ნაწილი უკან გაიწვია
Wizzair -ი ქუთაისიდან 12 ახალ მიმართულებას ამატებს
2020 წელს კომპანია მომხმარებელს ქუთაისის აეროპორტიდან ნახევარ მილიონ საფრენ ადგილს შესთავაზებს