ბუქარესტი-თბილისს შორის რეგულარული ავიარეისები შესრულდება
WhatsApp მოგვწერე
WhatsApp-ში 💬
032 205 44 43 general@justfly.ge

ავიაბილეთები ყველა მიმართულებით

ბუქარესტი-თბილისს შორის რეგულარული ავიარეისები შესრულდება

[tp_search_shortcodes]
Can't find search form model by id "152"

ზამთრის სანავიგაციო სეზონიდან, რუმინული ავიაკომპანია TAROM საქართველოს მიმართულებით რეგულარულ ავიამიმოსვლას იწყებს.

ბუქარესტი-თბილისი-ბუქარესტის საჰაერო ხაზზე ავიარეისები 2018 წლის 28 ოქტომბრიდან 2019 წლის 30 მარტამდე, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათსა და კვირას შესრულდება.

ფრენები ამ მიმართულებით Airbus A318-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ TAROM-ს რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 7 აგვისტოს მიენიჭა. ბუქარესტი-თბილისი-ბუქარესტი ახალი მიმართულებაა თბილისის საერთაშორისო აეროპორტისთვის. აქამდე რუმინეთისა და საქართველოს დედაქალაქებს შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა არ სრულდებოდა. ავიაკომპანია TAROM 1954 წელს დაარსდა. 2010 წელს, რუმინეთის სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი ავიაგადამზიდველი “SkyTeam“-ის ალიანსის წევრი გახდა. ავიაკომპანია ამჟამად ორმოცდაათამდე რეგულარულ და ჩარტერულ მიმართულებას სთავაზობს მგზავრებს.

შეიძინეთ ყველაზე იაფი ავიაბილეთი

დაჯავშნეთ იაფი სასტუმრო

ჩვენ გირჩევთ..

იაფი ავიაბილეთები

Georgian Airways
Qatar Airways
Turkish Airlines
KLM
[icegram campaigns=5981]