Wizz Air-მა აუტიზმის მქონე ბავშვის რეისიდან მოხსნის გამო ბოდიში მოიხადა
WhatsApp მოგვწერე
WhatsApp-ში 💬
032 205 44 43 general@justfly.ge

ავიაბილეთები ყველა მიმართულებით

Wizz Air-მა აუტიზმის მქონე ბავშვის რეისიდან მოხსნის გამო ბოდიში მოიხადა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Wizz Air-ის ავიაკომპანიამ მოქალაქე შვილებთან ერთად რეისიდან მოხსნა. მშობლის თქმით, მიზეზი 6 წლის გაბრიელის მდგომარეობას უკავშირდება, რომელსაც აუტიზმი აქვს.

აუტიზმის ფონდ “კამპუსი”- ს თანამშრომელი მარი კორკოტაძე სოციალურ ქსელში ამ შემთხვევის შესახებ წერს:

“ამ წუთას დამირეკა აუტიზმის მქონე ბავშის მშობელმა. საბერძნეთში ბრუნდებოდა უკან ბავშვთან ერთად და კოპიტნარის აეროპორტში არ გაუშვეს და დატოვეს. როგორც დედამ მითხრა, 2 დღით ადრე აცნობა აეროპორტს ბავშის მდგომარეობის შესახებ. გაფრენამდე ბავშვს ჰქონდა ისტერიკა, დაამშვიდა დედამ, სასწრაფოც კი გამოიძახეს, ექიმებმაც დასტური მისცეს, რომ ბავში მშვიდადაა და შეეძლოთ გაფრენილიყვნენ. მაგრამ ბავშვი არ გაუშვეს და დატოვეს.
როგორც დედამ თქვა, ბავშვს ძალიან უყვარს თვითფრინავი და სანამ დაჯდება მანამ ემართება ეს ისტერიკა, როგორც კი ჩაჯდება თვითფრინავში ეგრევე წყნარდება. ეს ყველაფერი არ გაითვალისწინეს.
ბავშვს საქართველოში ყოფნისას გაურთულდა მდგომარეობა, როგორც იცით აქ ვერანაირ სერვისს ვერ მიიღებს. საბერძნეთში უკვე ეწყება თერაპიები და სკოლა და დედას ვერ მიყავს ბავშვი.
ბავშვს არ უშვებენ თვითფრინავში და უარს ეუბნებიან მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ მას აქვს აუტიზმი!
ბილეთის ფული არავინ დაუბრუნა. ახლა ისესხა ფული, რომ ბილეთები ჰქონდეს და ეშინია ისევ იგივე დრეში არ ჩააგდონ.
მოგმართავთ ჟურნალისტებს, რომ გააშუქოთ ეს ამბავი. შემიძლია დაგაკავშიროთ მშობელთან”, – წერს მარი კორკოტაძე.

დაჯავშნეთ სასტუმრო გადახდის გარეშე
[tp_search_shortcodes]
Can't find search form model by id "17355372e8"

მოგვიანებით აეროპორტების გაერთიანებამ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ქუთაისის აეროპორტში მომხდარ შემთხვევაში მონაწილე პირები ათენში მომდევნო რეისით უფასოდ გაემგზავრებიან.

“ჩვენთვის ყველა მგზავრი თანაბარი უფლებებით სარგებლობს. თუმცა არსებობს კონკრეტული ავიაკომპანიის რეგულაციები, რომელიც თითოეულმა მგზავრმა უნდა გაითვალისწინოს. გამთენიისას, 04:43 საათზე, ქუთაისი-ათენის რეისზე, გაფრენამდე საათნახევრით ადრე, საბერძნეთის მოქალაქეს, აუტისტური სპექტრის მქონე ერთ-ერთ მცირეწლოვან მგზავრს, აეროპორტის ტერმინალში შეტევა დაემართა.

აეროპორტიდან ტრანსფერის დაჯავშნა
[tp_search_shortcodes]
Can't find search form model by id "1743db2eb1"

შემთხვევას შეესწრო ხომალდის მეთაური, რომელმაც ავიაკომპანიის რეგულაციებიდან გამომდინარე, ადგილზევე მიიღო გადაწყვეტილება, რომ შესაბამისი სამედიცინო დასკვნის გარეშე, მსგავსი აუტიზმის მქონე ბავშვის ბორტზე დაშვება არ მომხდარიყო. სამედიცინო დასკვნა კი მშობელს არ გააჩნდა. თუმცა ჩვენსა და ავიაკომპანია “ვიზეარს“ შორის შედგა შეთანხმება, რომ მგზავრები ათენში მომდევნო რეისით უფასოდ გაემგზავრებიან”,- ნათქვამია განცხადებაში.

შეიძინეთ ყველაზე იაფი ავიაბილეთი

სასტუმროს დაჯავშნა გადახდის გარეშე

ჩვენ გირჩევთ..

იაფი ავიაბილეთები

Georgian Airways
Qatar Airways
Turkish Airlines
KLM
[icegram campaigns=5981]