ავიაბილეთები ყველა მიმართულებით
მეცნიერები: ხშირი შვებულება სიცოცხლეს ახანგრძლივებს
ჰელსინკის უნივერისტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ შვებულებას შეუძლია ნაადრევი სიკვდილის რისკი შეამციროს. ამასთან, ცხოვრების ჯანსაღ წესსაც არ შეუძლია სტრესის ანაზღაურება, რომელიც უარყოფითად მოქმედებს სიცოცხლის ხანგრძლივობაზე, თუ ადამიანი ცოტას ისვენებს და ბევრს მუშაობს. ამის შესახებ EurekAlert-ი წერს.
კვლევაში, რომელიც 1974 წელს დაიწყო და 40 წელს გაგრძელდა, 1919-1934 წლებში დაბადებულმა 1222 კაცმა მიიღო მონაწილეობა. მოხალისეებზე გულ-სისხლძარღვთა დაავადების განვითარების ერთი ფაქტორი მაინც მოქმედებდა. მაგალითად: მოწევა, მაღალი არტერიული წნევა, ქოლესტერინისა და ცხიმის მაღალი დონე.
ექსერიმენტის მონაწილეები 2 ჯგუფად დაყვეს: საკონტროლო (610 კაცი) და გამოსაცდელი (612 კაცი).
გამოსაცდელი ჯგუფი 4 თვეში ერთხელ ზეპირ და წერილობით რეკომენდაციებს იღებდა ხშირად ვარჯიშის, სწორი კვებისა და მოწევისთვის თავის დანებების შესახებ.
თუ სამედიცინო კონსულტაციები არაეფექტიანი იქნებოდა, მოხალისეები არტერიული წნევის დასაწევად პრეპარატებს იღებდნენ.
[tp_search_shortcodes]
Can't find search form model by id "17355372e8"
საკონტრლო ჯგუფში მყოფი ადამიანები კი ჩვეულებრივ მომსახურებას იღებდნენ და მათ მდგომარეობას მკვლევრები არ აკვირდებოდნენ.
გაირკვა, რომ გამოსაცდელ ჯგუფში გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან გარდაცვალების რისკი საკონტროლოსთან შედარებით 46%-ით შემცირდა.
თუმცა 15-წლიანი დაკვირვების განმავლობაში უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, რომლებმაც სამედიცინო კონსულტაციები მიიღეს.
[tp_search_shortcodes]
Can't find search form model by id "1743db2eb1"
მაშინ მეცნიერებმა კვლევა 2014 წლამდე გაგრძელეს და ამჯერად ყურადღება ისეთ ფაქტორებზე გაამახვილეს, როგორებიცაა მუშაობის მოცულობა, ძილის ხარისხი და შვებულების ხანგრძლივობა.
როგორც აღმოჩნდა, გამოსაცდელ ჯგუფში, ადამიანები, რომლებიც წელიწადში 3 ან არანაკლებ 1-კვირიან შვებულებას იღებდა, უფრო ხშირად იღუპებოდნენ იმათთან შედარებით, ვინც სამსახურისგან უფრო დიდხანს ისვენებდა.
ჩვენ გირჩევთ..
ავიაბილეთები 24 ევროდ: Wizzair ქუთაისიდან 2 ახალ მიმართულებას ამატებს
ახალი მიმართულებით ავიაბილეთების გაყიდვა დაწყებულია
აშშ-სთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე მოლაპარაკებები იწყება
აშშ-სთან პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე ნათია თურნავა სექტემბერში მოლაპარაკებებს გამართავს
Ryanair – რომელ ქალაქებში და რა ფასად შეგიძლიათ მოგზაურობა
რომელი მიმართულებით და რა სიხშირით შესრულდება პირდაპირი ფრენა ევროპაში
ავიაბილეთი 10 ევროდ: Ryanair -მა საქართველოდან ფრენები დაიწყო
ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს
აშშ-მ თვითმფრინავის ბორტზე MacBook Pro-ს ზოგიერთი მოდელის ატანა აკრძალა
ივნისში Apple-მა 15-დიუმიანი MacBook Pro-ს ნაწილი უკან გაიწვია
Wizzair -ი ქუთაისიდან 12 ახალ მიმართულებას ამატებს
2020 წელს კომპანია მომხმარებელს ქუთაისის აეროპორტიდან ნახევარ მილიონ საფრენ ადგილს შესთავაზებს