მწვანე ბარათის გათამაშება იწყება: 10 რამ, რაც უნდა იცოდეთ განაცხადის შევსებამდე
WhatsApp მოგვწერე
WhatsApp-ში 💬
032 205 44 43 general@justfly.ge

ავიაბილეთები ყველა მიმართულებით

მწვანე ბარათის გათამაშება იწყება: 10 რამ, რაც უნდა იცოდეთ განაცხადის შევსებამდე

Green Card-ის გათამაშებაში მონაწილეებისთვის რეგისტრაცია 3 ოქტომბერს, 20:00 საათზე დაიწყება და 6 ნოემბერს, 21:00 საათზე დასრულდება.

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში Green Card-ის შევსების მსურველებისთვის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ინფორმაციას ავრცელებს – 10 რამ, რაც უნდა იცოდეთ მწვანე ბარათის შევსებამდე
#DVLottery2020 :

„1. რეგისტრაცია იწყება 3 ოქტომბერს 20:00 საათზე;

2. რეგისტრაცია მთავრდება 6 ნოემბერს, 21:00 საათზე;

3. რეგისტრაცია უფასოა;

4. უნდა დარეგისტრირდეთ მხოლოდ ამ გვერდზე: www.dvlottery.state.gov;

5. ნუ მიმართავთ დამხმარე ორგანიზაციებს, ვინაიდან დიდია თაღლითობის რისკი;

6. რეგისტრაციისას მოგენიჭებათ უნიკალური კოდი, რომელიც უნდა შეინახოთ;

7. სტატუსის გაგებას შეძლებთ უნიკალური კოდის გამოყენებით 2019 წლის 7 მაისიდან გვერდზე: www.dvlottery.state.gov;

8. თუ სხვა ნებისმიერი გზით მიიღებთ მოგების შესახებ შეტყობინებას, ეს იქნება თაღლითობა და არ ენდოთ;

9. თქვენი მოგების შემთხვევაში აშშ-ის მთავრობა არ უზრუნველყოფს რაიმე სახის პირად მომსახურებას, როგორიცაა ავიამგზავრობის ხარჯები, საცხოვრებლის პოვნასა თუ დასაქმებაში დახმარება და სხვა;

10. შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით ოფიციალურ წარმომადგენლობას. აშშ-ის საელჩოსა და საკონსულოს US Embassy Tbilisi, Georgia”, – აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მწვანე ბარათის გათამაშების განახლებული ინსტრუქცია უკვე ხელმისაწვდომია ქართულ ენაზე! ეწვიეთ ბმულს

შეიძინეთ ყველაზე იაფი ავიაბილეთები

შეიძინეთ სამოგზაურო დაზღვევა 1 ლარად

დაჯავშნეთ სასტუმრო გადახდის გარეშე

ჩვენ გირჩევთ..

იაფი ავიაბილეთები

Georgian Airways
Qatar Airways
Turkish Airlines
KLM
[icegram campaigns=5981]