ავიაბილეთები ყველა მიმართულებით
მომავალ წელს ქუთაისს 4 სართულიანი საერთაშორისო აეროპორტი ექნება
ქუთაისის აეროპორტში ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. ტერმინალის დასრულების შემდეგ ქუთაისს 4 სართულიანი საერთაშორისო აეროპორტი ექნება.

უკვე დასრულებულია პროექტით გათვალისწინებული რკინა-ბეტონის კონსტრუქციის მოწყობის სამუშაოები. კერძოდ, ჩასხმულია 15 ათასი კუბური მეტრი ბეტონი, დასრულებულია 10 ათასი კვადრატული მეტრის სართულის მშენებლობა -1 ნიშნულზე, სადაც ძირითადად საბარგო სისტემა განთავსდება. ასევე მოწყობილია ნული სართულის (ე.წ. Ground floor) ფილა, დამონტაჟებულია ლითონკონსტრუქციის კოლონები და რიგელების ნაწილი.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განახლებული ტერმინალის დიზაინი ჰოლანდიურ არქიტექტურულ კომპანია UN Studio-ს ეკუთვნის. აეროპორტის განვითარების ანალიზი IATA ქონსალთინგის მიერ იქნა მომზადებული, რომელმაც ყველა იმ მომსახურების სტანდარტი განსაზღვრა, რასაც აეროპორტი უნდა აკმაყოფილებდეს.

მშენებლობა გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და დასრულება 2019 წელს არის დაგეგმილი. სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „ანაგი“ ახორციელებს. მშენებლობაზე ამ ეტაპზე 105 ადამიანია დასაქმებული.
შეიძინეთ ყველაზე იაფი ავიაბილეთები
ჩვენ გირჩევთ..
ავიაბილეთები 24 ევროდ: Wizzair ქუთაისიდან 2 ახალ მიმართულებას ამატებს
ახალი მიმართულებით ავიაბილეთების გაყიდვა დაწყებულია
აშშ-სთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე მოლაპარაკებები იწყება
აშშ-სთან პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე ნათია თურნავა სექტემბერში მოლაპარაკებებს გამართავს
Ryanair – რომელ ქალაქებში და რა ფასად შეგიძლიათ მოგზაურობა
რომელი მიმართულებით და რა სიხშირით შესრულდება პირდაპირი ფრენა ევროპაში
ავიაბილეთი 10 ევროდ: Ryanair -მა საქართველოდან ფრენები დაიწყო
ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს
აშშ-მ თვითმფრინავის ბორტზე MacBook Pro-ს ზოგიერთი მოდელის ატანა აკრძალა
ივნისში Apple-მა 15-დიუმიანი MacBook Pro-ს ნაწილი უკან გაიწვია
Wizzair -ი ქუთაისიდან 12 ახალ მიმართულებას ამატებს
2020 წელს კომპანია მომხმარებელს ქუთაისის აეროპორტიდან ნახევარ მილიონ საფრენ ადგილს შესთავაზებს