ავიაბილეთები ყველა მიმართულებით
რა უნდა გავითვალისწინოთ ბავშვებთან ერთად მოგზაურობისას (რჩევები)
ბავშვებთან ერთად მოგზაურობა არც თუ ისე კომფორტული და ერთი შეხედვით შეუძლებელიც კია, თუმცა, მოგზაურთა უმრავლესობა მუდმივად საპირისპიროს ამტკიცებს. პატარები მსოფლიოს მოვლას ხელს არ უშლიან და პირიქით მათთან ერთად ეს პროცესი შესაძლოა, ბევრად უფრო სასიამოვნოც კი იყოს. ყოველშემთხვევაში ოჯახი დაუვიწყარ ემოციებს სწორედ ამ დროს იღებს. პატარები მოგზაურობის ჩვეულ სტილს ძირეულად ცვლიან და როგორც წესი, ეს ცვლილება ჯანსაღი და სასიკეთოა ხოლმე. თუმცა, სანამ არ ნაბიჯს გადადგამთ კარგად უნდა გაიაზროთ, რომ დროის უმეტესი ნაწილი ბავშვები გაღიზიანებულები იქნებიან, ბევრს იყვირებენ და იტირებენ, თუმცა რამდენიმე ოქროს წესი ყველა სიტუაციის დაძლევაში დაგეხმარებათ.
1. დაღლილობა
შეეცადეთ, რომ ბავშვებმა ყოველთვის კარგად დაისვენონ და ღამე მშვიდად გამოძინებაც მოასწრონ.
2. მოწყენილობა
აირჩიეთ ისეთი დანიშნულება, სადაც პატარების გასართობად საკმარისი აქტივობებია. სახლიდან კი მათი საყვარელი სათამაშოებისა თუ წიგნების წაღება არ დაგავიწყდეთ.
3. შიმშილობა
ყოველთვის საკმარისად უნდა გქონდეთ საკვები თუ სასუსნავი, რათა ბავშვის მოთხოვნილება დროულად დააკმაყოფილოთ. ავტომობილით გასავლელი შორი გზა თუ ფრენა როგორც წესი, ძალიან აშიებს და პატარებს კი თავის შეკავება უჭირთ ხოლმე.
[tp_search_shortcodes]
Can't find search form model by id "17355372e8"
4. შეანელე
როცა პატარებთან ერთად მოგზაურობთ იმ სისწრაფით ვერ ივლით, როგორც ადრე. რეალისტურად შეხედეთ თქვენს შესაძლებლობებს და ყველაფერი ამის მიხედვით დაგეგმეთ. ბევრის ნაცვლად ცოტა ნახეთ და თან სიამოვნებაც მიიღეთ.
5. იყავი მოქნილი
როცა უცხო ქვეყანაში პატარასთან ერთად ხართ, მეტად მოქნილი უნდა იყოთ და საჭიროების შემთხვევაში გეგმის რადიკალურად შეცვლაც უნდა შეგეძლოთ.
[tp_search_shortcodes]
Can't find search form model by id "1743db2eb1"
6. სწორად ჩაბარგდი
უმჯობესია თუ ნაკლები ბარგით იმოგზაურებთ და საჭირო ნივთებს გზადაგზა შეიძენთ ხოლმე. ჩემოდანში ტანსაცმელი ისე ჩააწყეთ, რომ რაც შეიძლება ნაკლები ადგილი დაიკავოს და ისიც გახსოვდეთ, რომ ბარგის ზედა ნაწილში ის ნივთები მოაქციოთ, რომელიც გზაში შესაძლოა დაგჭირდეთ.
წყარო: fortuna.ge
შეიძინეთ ყველაზე იაფი ავიაბილეთები
ჩვენ გირჩევთ..
ავიაბილეთები 24 ევროდ: Wizzair ქუთაისიდან 2 ახალ მიმართულებას ამატებს
ახალი მიმართულებით ავიაბილეთების გაყიდვა დაწყებულია
აშშ-სთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე მოლაპარაკებები იწყება
აშშ-სთან პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე ნათია თურნავა სექტემბერში მოლაპარაკებებს გამართავს
Ryanair – რომელ ქალაქებში და რა ფასად შეგიძლიათ მოგზაურობა
რომელი მიმართულებით და რა სიხშირით შესრულდება პირდაპირი ფრენა ევროპაში
ავიაბილეთი 10 ევროდ: Ryanair -მა საქართველოდან ფრენები დაიწყო
ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს
აშშ-მ თვითმფრინავის ბორტზე MacBook Pro-ს ზოგიერთი მოდელის ატანა აკრძალა
ივნისში Apple-მა 15-დიუმიანი MacBook Pro-ს ნაწილი უკან გაიწვია
Wizzair -ი ქუთაისიდან 12 ახალ მიმართულებას ამატებს
2020 წელს კომპანია მომხმარებელს ქუთაისის აეროპორტიდან ნახევარ მილიონ საფრენ ადგილს შესთავაზებს