ავიაკომპანია AirFrance -მა თბილისის მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა
032 205 44 43 general@justfly.ge

ავიაბილეთები ყველა მიმართულებით

[adinserter block="1"]
[adinserter block="2"]

ავიაკომპანია AirFrance -მა თბილისის მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა

31 მარტს შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საფრანგეთის ავიაკომპანიამ „AIR FRANCE“ პირველი რეისი შეასრულა, რომლის პირველი მგზავრიც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იყო. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

საინაუგურაციო რეისს თბილისის აეროპორტში დახვდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია. „AIR FRANCE“-ის რეისს ასევე ჩამოყვნენ ფრანგი ტუროპერარტორები, ბლოგერები და ჟურნალისტები.

დაჯავშნეთ იაფი ავიაბილეთი

“მოხარული ვართ, რომ მოლაპარაკება AIR FRANCE – სთან წარმატებით დასრულდა. ევროკავშირი ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ბაზარია ტურისტების მოსაზიდად და ასეთი პირდაპირი ფრენები ტურისტების მოზიდვას ევროკავშირიდან ბევრად გაგვიადვილებს. ვიმედოვნებთ, რომ AIR FRANCE – ი მაგალითს მისცემს სხვა ევროპულ ავიაკომპანიებს და ჩვენ კიდევ მეტი პირდაპირი რეისი გვექნება ევროპის სხვადასხვა მიმართულებით”, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ.

სიტყვით გამოსვლისას, გიორგი ქობულიამ ხაზი გაუსვა იმ გარემოებასაც, რომ საფრანგეთის დედაქალაქთან პირდაპირი ავიარეისის დანიშვნა, პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქეებისთვისაა მნიშვნელოვანი, რომელთაც შეეძლებათ, უფრო იოლად და სწრაფად ჩავიდნენ ევროკავშირში, რაც ხელს შეუწყობს საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის დაახლოების პროცესს.

„AIR FRANCE“-ის მიერ პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტიდან თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტის მიმართულებით ფრენები კვირაში ორი სიხშირით, ეარბას A 320 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება.

AIR FRANCE მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი და უძველესი ავიაკომპანიაა, რომელიც 1933 წლის 7 დეკემბერს დაფუძნდა და დღემდე 200-ზე მეტი მიმართულებით წარმატებით ოპერირებს. საფრანგეთის სახელმწიფო ავიაკომპანია გლობალური ავიაკომპანიების ალიანსის SkyTeam-ის ერთ-ერთი დამფუძნებელია. 2016 წლის მონაცემებით, ავიაკომპანიას მსოფლიოს მასშტაბით 84 ათასი ადამიანი ჰყავს დასაქმებული.

წინასწარი გადახდის გარეშე სასტუმროს დაჯავშნა

[tp_search_shortcodes]
Can't find search form model by id "17355372e8"

იაფი ავიაბილეთები

სამოგზაურო დაზღვევა 1 ლარად

დაჯავშნეთ სასტუმრო გადახდის გარეშე

[adinserter block="3"]
[adinserter block="4"]

ჩვენ გირჩევთ..

იაფი ავიაბილეთები

Georgian Airways
Qatar Airways
Turkish Airlines
KLM
[icegram campaigns=5981]