ავიაბილეთები ყველა მიმართულებით
პირდაპირი ფრენა თბილისიდან შტატებში – ეკონომიკის სამინისტროს განცხადება
საქართველო – აშშ პირდაპირი ავიამიმოსვლის განსახორციელებლად საჭირო ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა იწყება, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ოფიციალურ Facebook გვერდზე ავრცელებს, განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
► მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით ამერიკელი მოგზაურები მეორე ადგილზე არიან მოგზაურობაზე გაწეული დანახარჯების კუთხით. ისინი საშუალოდ წელიწადში 135 მილიარდს ხარჯავენ საერთაშორისო მოგზაურობაზე, ხოლო საქართველოში მათი დანახარჯი 47 მილიონ დოლარს შეადგენს, რაც მთლიანი ხარჯების 0,03%-ია (2018) ( ერთი ამერიკელი ვიზიტორის დანახარჯი საქართველოში -3047 ლარი/1130 დოლარი, საშულო ღამისთევა-8 ღამე ) .
დაჯავშნეთ იაფი ავიაბილეთი
► ამერიკის შეერთებული შტატებიდან 2019 წლის სამი კვარტლის მდგომარეობით საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობამ 5,974 შეადგინა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან 13,4%-ია. 2018 წელს საერთაშორისო ვიზიტების მთლიანმა რაოდენობამ 41,863 შეადგინა, ზრდა 24,7% ( ბოლო სამი წლის განმავლობაში საშუალო ზრდა 24% შეადგენდა)
► ამერიკის შეერთებულ შტატებში პირდაპირი რეისის არსებობა საქართველოდან მოგვცემს იმის საშუალებას რომ მოვიზიდოთ მგზავრთნაკადი და პოტენციური ტურისტები მეზობელი ქვეყნებიდან – სომხეთი, აზერბაიჯანი (მოსაზღვრე ქალაქები) ისევე როგორც სხვა მეზობელი ქვეყნებიდან, რომლებსაც დღევანდელ დღემდე არ გააჩნიათ პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ამერიკის შეერთებულ შტატებში.
► ზემოაღნიშნული ხელს შეუწყობს ქვეყნის პოპულარიზაციას, რაც თავის მხრივ განაპირობებს ამერიკიდან მგზავრთნაკადის გაზრდას და ტურისტების რაოდენობის საშუალოდ 30 % მატებას.
• 2019 წელს (25-27 იანვარი) საქართველო უკვე იყო წარმოდგენილი New York Times Travel Show , სადაც მოხდა ქვეყნის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა კერძო კომპანიების მონაწილეობით.
• გასული ორი წლის განმავლობაში, საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უმასპინძლა 25 პრეს-ტურს ამერიკის წამყვანი მედიისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებისათვის. ეს პრაქტიკა 2019 წელსაც გაგრძელდება გაზრდილი მონაწილეების რაოდენობით.
წინასწარი გადახდის გარეშე სასტუმროს დაჯავშნა
Can't find search form model by id "17355372e8"
ჩვენ გირჩევთ..
ავიაბილეთები 24 ევროდ: Wizzair ქუთაისიდან 2 ახალ მიმართულებას ამატებს
ახალი მიმართულებით ავიაბილეთების გაყიდვა დაწყებულია
აშშ-სთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე მოლაპარაკებები იწყება
აშშ-სთან პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე ნათია თურნავა სექტემბერში მოლაპარაკებებს გამართავს
Ryanair – რომელ ქალაქებში და რა ფასად შეგიძლიათ მოგზაურობა
რომელი მიმართულებით და რა სიხშირით შესრულდება პირდაპირი ფრენა ევროპაში
ავიაბილეთი 10 ევროდ: Ryanair -მა საქართველოდან ფრენები დაიწყო
ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს
აშშ-მ თვითმფრინავის ბორტზე MacBook Pro-ს ზოგიერთი მოდელის ატანა აკრძალა
ივნისში Apple-მა 15-დიუმიანი MacBook Pro-ს ნაწილი უკან გაიწვია
Wizzair -ი ქუთაისიდან 12 ახალ მიმართულებას ამატებს
2020 წელს კომპანია მომხმარებელს ქუთაისის აეროპორტიდან ნახევარ მილიონ საფრენ ადგილს შესთავაზებს