«მცურავი ჰოლანდიელი» - ავტობუსი-ამფიბია ამსტერდამში (ფოტოკოლაჟი)
WhatsApp მოგვწერე
WhatsApp-ში 💬
032 205 44 43 general@justfly.ge

ავიაბილეთები ამსტერდამის მიმართულებით

«მცურავი ჰოლანდიელი» – ავტობუსი-ამფიბია ამსტერდამში (ფოტოკოლაჟი)

ნიდერლანდების დედაქალაქი ამსტერდამი არის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ქალაქი. ამსტერდამის განსაკუთრებულობას წარმოადგენას მრავალრიცხოვანი არხები, რომლის სანაპიროებზე მდებარეობს ბევრი ღირშესანიშნაობა. ამსტერდამის ქუჩებში და წყლის არხებში უნიკალურ მოგზაურობას გთავაზობთ ცნობილი ავტობუსი-ამფიბია «მცურავი ჰოლანდიელი».

მცურავი ჰოლანდიელი

ამსტერდამი – ქალაქი წყალზე, შემთხვევით არ მიუღია ქალაქს ჩრდილოეთ ვენეციის სტატუსი. ამსტერდამი სულ ითვლით 160 წყლის არხს, რომელიც გადაჭიმულია დაახლოებით ათას კილომეტრზე. ამსტერდამი დგას 90 კუნძულზე, რომელიც ერთმანეთს უკავშირდება სხვადასხვა კონსტრუქციისა და ზომის ხიდებით.

ჰოლანდიელი

ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის ჩვეულებრივ საავტომობილო გზებს ანაცვლებს წყლის არხები. ტურისტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს ამსტერდამის არხებში ექსკურსიები, რადგანაც მხოლოდ ამ გზით შეიძლება ამსტერდამის ყველა საინტერესო ღირშესანიშნაობის დათვალიერება.

მცურავი ჰოლანდიელი

საექსკურსიო მარშრუტი უნიკალურ ავტობუს-ამფიბიაზე «მცურავი ჰოლანდიელი» გახდა ამსტერდამის ყველაზე მოთხოვნად ტურისტულ სერვისად. ეს ეკოლოგიურად სუფთა სატრანსპორტო საშუალება წარმოადგენს ნავისა და ავტობუსის ჰიბრიდს ელექტორნული ძრავით – ამფიბიუსი. ის თავს ძალიან კარგად გრძნობს როგორც ხმელეთზე, აგრეთვე წყალზე.

მცურავი ჰოლანდიელი

«მცურავ ჰოლანდიელზე» ექსკურსია გრძელდება დაახლოებით 2 საათი, საიდანაც 45 გრძელდება ამსტერდამის წყლის არხებში. მარშრუტის დასაწყისი მდებარეობს კაფე ვან გოგთან (Van Gogh) ცენტრალური სადგურის მახლობლად. სამეცნიერო ცენტრის რაიონში ავტობუსი-ამფიბია სპეციალურად შედის წყალში – სადაც იწყება ყველაზე საინტერესო, ექსკურსია წყალში.

მცურავი ჰოლანდიელი

«მცურავი ჰოლანდიელზე» ექსკურსიის დროს ტურისტებს საშუალება აქვთ ნახონ ამსტერდამის ყველაზე საინტერესო ღირშესანიშნაობები როგორც ხმელეთიდან, ასევე წყლიდან. ექსკურსიის განმავლობაში გიდი მოგიყვებათ ქალაქისა და ყველა ღირშესანიშნაობის ისტორიას.

მცურავი ჰოლანდიელი

«მცურავ ჰოლანდიელზე» ექსკურსია მუშაობს მთელი წლის განმავლობაში ორშაბათის გარდა ყოველ დღე. ეს არის საუკეთესო საშუალება შეიცნოთ ამსტერდამი თავისი ღირშესანიშნაობებით.

შეიძინეთ იაფი ავიაბილეთი ამსტერდამის მიმართულებით

ჩვენ გირჩევთ..

იაფი ავიაბილეთები

Georgian Airways
Qatar Airways
Turkish Airlines
KLM
[icegram campaigns=5981]