გილოცავთ ქრისტეს შობას!
WhatsApp მოგვწერე
WhatsApp-ში 💬
032 205 44 43 general@justfly.ge

ავიაბილეთები ყველა მიმართულებით

გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს

დღეს მართლმადიდებლური სამყარო ქრისტეს შობას ზეიმობს. შობა უდიდესი დღესასწაულია, რომელსაც დიდი სიხარულით ხვდება ყოველი ქრისტიანი. საქართველოს ყველა ტაძარში შობის ლიტურგია აღევლინა.

მათ, ვინც შობის ღამეს ტაძარში ვერ შეხვდნენ, კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, შობის ღამეს ფანჯარაში სანთლის დანთება შეეძლოთ: – „თქვენ იცით, ეს არის სიმბოლო იმის, რომ ჩვენ ვიწვევთ ჩვენს სახლებში, ბინაში, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რათა ჩვენთან იშვას ქრისტე. დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა”, – ბრძანა პატრიარქმა.

დღესვე დედაქალაქში ალილოს ტრადიციული მსვლელობა გაიმართება.

სიტყვა “ალილო” “ალილუიადან” მომდინარეობს – “ალილუიას” ხალხური სახეცვლილებაა. “ალილუია” – ანგელოზთა საგალობელია, რაც ნიშნავს – “დიდება მაღალთა შინა ღმერთსა”. “ალილო” უძველესი საშობა ტრადიციაა. მისი მონაწილენი გარეგნულად გამოხატავენ მაცხოვრის შობით გამოწვეულ სიხარულს, უფლის შობის სადიდებელი ხალხური საგალობლებით. ესეც ერთ-ერთი ფორმაა ღვთის დიდებისა, ღვთისადმი მსახურებისა.

ალილოს ტრადიცია საქართველოში V-VI საუკუნიდან იღებს სათავეს და შობის ბრწყინვალე დღესასწაულზე საქართველოს ყველა კუთხეში საშობაო მსვლელობებით აღინიშნებოდა. ამ დღეს განსაკუთრებული განწყობა იგრძნობოდა მართლმადიდებელ მრევლში. წირვის დასრულების შემდეგ, მგალობლები ჩამოივლიდნენ უბან-უბან, ჩერდებოდნენ თითოული ჭიშკრის წინ და ყველას სიმღერით ულოცავდნენ ქრისტეშობას. მგალობლებს თან დაჰქონდათ კალათები, რომლებსაც მოსახლეობისგან შემოწირული პროდუქტებით, ტკბილეულითა და სხვადასხვა საჩუქრებით ავსებდა. უდიდესი მადლი იყო ჩადებული ამ მრავალსაუკუნოვან ტრადიციაში და შობის დღესასწაულთან ერთად ქველმოქმედების ზეიმიც იყო ეს – საშობაო მსვლელობის მონაწილეები, შეგროვილ შესაწირს, დღის ბოლოს გაჭირვებულ ოჯახებს გადაცემდნენ.

გასაბჭოების შემდეგ ეს ტრადიცია აიკრძალა საქართველოში. თუმცა, გასულ საუკუნეში იგი ისევ აღდგა საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, მისი უშუალო ინიციატივით. ამ დღეს სტიქაროსნები თეთრი ბაირაღებითა და დროშებით, სამღვდელოება ლოცვა-კურთხევით, ქართულ ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი ახალგაზრდები და ზეიმში მონაწილე პატარები ვარდების მოედნიდან იწყებენ მსვლელობას, გაივლიან რუსთაველის გამზირს, ესტუმრებიან სიონს, პრეზიდენტის სასახლეს და მიემართებიან სამების საკათედრო ტაძრისაკენ. გზადაგზა საჩუქრებსა და შემოწირულობებს ღებულობენ პოლიტიკოსებისა და ქალაქის მაცხოვრებლბისაგან. მეორე მსვლელობა ისნის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან იწყება და ისიც სამების საკათედრო ტაძრისაკენ მიემართება.

ჩვენ გირჩევთ..

იაფი ავიაბილეთები

Georgian Airways
Qatar Airways
Turkish Airlines
KLM
[icegram campaigns=5981]