ავიაბილეთები ყველა მიმართულებით
როგორ მივიღოთ საფრანგეთში მუშაობის უფლება და მოქალაქეობა
ევროკავშირის ქვეყნებში სამუშაო ვიზის მიღება ძალიან რთულია, გამონაკლისი არც საფრანგეთია. როგორი ვიზის მიღება შეუძლია უცხოელს, რა დოკუმენტებია ამისთვის საჭირო და რა დაგვიჯდება ეს მომსახურება? justFly მოგიყვებათ თუ როგორ უნდა მიიღოთ სამუშაო ვიზა საფრანგეთში.
საფრანგეთში სამსახურში მოწყობა ფრანგული პასპორტის გარეშე ძალიან რთულია. ქვეყნის კანონმდებლობა ზრუნავს ადგილობრივ სპეციალისტებზე, რის გამოც დამსაქმებლებს უტოვებენ ძალიან მცირე საშუალებას, რომ სამსახურში დაიქირაონ უცხოელები. მაგალითად, ვაკანსიაზე ორი პრეტენდენტია, ფრანგი და სხვა ქვეყნის მოქალაქე, უპირატესობა ყოველთვის ენიჭება საკუთარს, ანუ ფრანგს. მიუხედავად ასეთი სირთულეებისა, მაინც ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე ახერხებს და მიემგზავრება საფრანგეთში სამუშაოს საძიებლად. მოდით ერთად გამოვარკვიოთ, როგორ გავაკეთოთ ყველაფერი კარგად.

მოკლევადიანი სამუშაო ვიზა
ამ სახის ვიზა საშუალებას აძლევს უცხოელს სამსახურში მოეწყოს საფრანგეთში არაუმეტეს 90 დღისა. ამისთვის დამსაქმებელს სახელმწიფო ავალდებულებს დამსაქმებლისთვის მუშაობის ნებართვის აღებას დასაქმებისა და სამსახურის დეპარტამენტში (DDTEFP).
დაჯავშნეთ იაფი ავიაბილეთი
თქვენი კანდიდატურის დამტკიცების შემდეგ საჭიროა ჩაბარდეს ყველა საჭირო დოკუმენტი და გადაიხადოთ სავიზო მოსაკრებელი.
მოკლევადიანი სამუშაო ვიზისთვის საჭირო დოკუმენტები:
1. პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ყველა გვერდის ასლით (გარდა ცარიელი გვერდებისა);
2. საზღვარგარეთის პასპორტი ყველა გვერდის ასლით (გარდაცარიელისა);
3. შემოსავლების მოწმობა (საბანკო ამონაწერი);
4. სამუშაო კონტრაქტი, რომელიც დამოწმებულია დასაქმებისა და სამსახურის დეპარტამენტის მიერ (DDTEFP);
5. მოკლევადიანი ვიზის ანკეტა (მაგალითის ჩამოტვირთვა შეგიძლიათ სავიზო ცენტრის ვებ-გვერდიდან);
6. 2 ფოტოსურათი.
ასევე დაგჭირდებათ ქორწინების მოწმობა, ამჟამინდელი სამუშაო ადგილიდან ცნობა (თუ ხართ ამჟამად დასაქმებული) ან კომპანიის ამონაწერი (თუ თქვენ ბიზნესმენი ხართ).
გრძელვადიანი სამუშაო ვიზა
უცხოელი, რომელსაც სურს 3 თვეზე მეტხანს იმუშაოს საფრანგეთში აუცილებლად უნდა მიიღოს გრძელვადიანი ვიზა (VLS/TS). როგორც სხვა შემთხვევებში, ნებართვას აფორმებს დამსაქმებელი. კომპანიამ უნდა დაადასტუროს, რომ თქვენ მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თანამშრომელი ხართ და მათ ვერ შეძლეს ანალოგიური შესაძლებლობების მქონე ფრანგის მოძიება. საფრანგეთის მიგრაციისა და ინტეგრაციის მართვის სააგენტოში (Office Français de l’Immigration et de l’Intégration, OFII) შესაბამისი დოკუმენტაციის შევსების შემდეგ საჭიროა დაელოდოთ მათ გადაწყვეტილებას ხანდახან გადაწყვეტილების მიღება გრძელდება ექვს თვემდე.
გრძელვადიანი სამუშაო ვიზის მისაღებად საჭირო დოკუმენტების სია:
1. პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ყველა გვერდის ასლით;
2. საზღვარგარეთის პასპორტი ყველა გვერდის ასლით (გარდა ცარიელისა);
3. მუშაობის ნებართვა, რომელიც გაცემულია OFII ან DIRECCTE დეპარტამენტების მიერ;
4. რეზიუმე (curriculum vitae), შრომის წიგნაკი;
5. გრძელვადიანი ვიზის ანკეტა (ივსება ფრანგულად ან ინგლისურად);
6. 2 ფოტოსურათი.
წინასწარი გადახდის გარეშე სასტუმროს დაჯავშნა
Can't find search form model by id "17355372e8"
გრძელვადიან ვიზას აქვს თავისი უპირატესობებიც, ის საშუალებას აძლევს თქვენი ოჯახის წევრებს ჩამოვიდნენ და იცხოვრონ თქვენთან თქვენთან ერთად საფრანგეთში. ოჯახის გაერთიანება შესაძლებელია (regroupement familial) საფრანგეთში 18 თვიანი მუშაობის შემდეგ. მაგრამ სახელმწიფოს გადაწყვეტილება დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა პროფესია, ხელფასი და დასაქმებულის საცხოვრებელი პირობები.
გრძელვადიანი ვიზა, მფლობელს საშუალებას აძლევს განაცხადი გააკეთოს საფრანგეთის მოქალაქეობის მიღებაზეც.

საფრანგეთში არალეგალური მუშაობა ძალიან საშიში რამეა, როგორც მინიმუმ დამსაქმებლისთვის. კომპანიის მმართველს ემუქრება ადმინისტრაციული და რიგ შემთხვევბში სისხლის სამართლის სანქციები: პატიმრობას 5 წლამდე და ჯარიმა 15 000 ევროს ოდენობით თითოეულ დაურეგისტრირებელ თანამშრომელზე.
ჩვენ გირჩევთ..
ავიაბილეთები 24 ევროდ: Wizzair ქუთაისიდან 2 ახალ მიმართულებას ამატებს
ახალი მიმართულებით ავიაბილეთების გაყიდვა დაწყებულია
აშშ-სთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე მოლაპარაკებები იწყება
აშშ-სთან პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე ნათია თურნავა სექტემბერში მოლაპარაკებებს გამართავს
Ryanair – რომელ ქალაქებში და რა ფასად შეგიძლიათ მოგზაურობა
რომელი მიმართულებით და რა სიხშირით შესრულდება პირდაპირი ფრენა ევროპაში
ავიაბილეთი 10 ევროდ: Ryanair -მა საქართველოდან ფრენები დაიწყო
ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს
აშშ-მ თვითმფრინავის ბორტზე MacBook Pro-ს ზოგიერთი მოდელის ატანა აკრძალა
ივნისში Apple-მა 15-დიუმიანი MacBook Pro-ს ნაწილი უკან გაიწვია
Wizzair -ი ქუთაისიდან 12 ახალ მიმართულებას ამატებს
2020 წელს კომპანია მომხმარებელს ქუთაისის აეროპორტიდან ნახევარ მილიონ საფრენ ადგილს შესთავაზებს