ჯაკუზი, ბოულინგი, ბაღი: როგორ ცვლიდნენ თეთრ სახლს აშშ-ს პრეზიდენტები
032 205 44 43 general@justfly.ge

ავიაბილეთები ყველა მიმართულებით

ჯაკუზი, ბოულინგი, ბაღი: როგორ ცვლიდნენ თეთრ სახლს ამერიკელი პრეზიდენტები

აშშ-ს პრეზიდენტის რეზიდენციას ხშირად აღიქვამენ, როგორც პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების ადგილს, პირველ რიგში კი ის არის საცხოვრებელი სახლი, რომელსაც ეტყობა წინა მეპატრონეების კვალი. «justFly» მოგიყვებათ, იმის შესახებ თუ როგორ ცვლიდნენ, რა საინტერესო და მოულოდნელი ნოვაციები შეჰქონდათ თეთრი სახლის ინტერიერისა და ექსტერიერში ქვეყნის სხვადასხვა ლიდერებს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკვე აირჩია ახალი პრეზიდენტი. გარდა ძალაუფლების, მოვალეობებისა და ვალდებულებებისა, ის ასევე მიიღებს ვაშინგტონის კარგ რაიონში შესანიშნავ ექვსსართულიან რეზიდენციას.

აშშ-ს ყოველ ახალ ლიდერს საშუალება აქვს გაატაროს თეთრ სახლში მაქსიმუმ ორი საპრეზიდენტო ვადა, რაც გულისხმობს რვა წელს – რაც არც ისე ცოტაა ადამიანისთვის. ამიტომაც რეზიდენციის ყოველი ახალი მფლობელი ირგებდა მას თავის თავზე: ცვლიდა ავეჯს, ამატებდა ოთახებს, აივანს, აწყობდა მოსასვენებელ და სპორტულ დარბაზს. დიდი ფანტაზიების დამსახურებით ძალიან ბევრი მოსანახულებელი ადგილია: 6 სართული, 132 ოთახი, 35 სააბაზანო, 412 კარი, 147 ფანჯარა, 28 ბუხარი, 8 კიბე და 3 ლიფტი.

აშშ-ს ყოველი პრეზიდენტის პირველ გადაწყვეტილებად იქცა ოვალური კაბინეტის ხალიჩის შერჩევა. ჯორჯ ბუში-უმცროსი

მიშელის ბაღი

ბარაქ ობამას მეუღლე დაგვამახსოვრდება არამარტო შესანიშნავი გემოვნებით, რაც ახასიათებდა თითქმის ყველა პირველ ლედის, არამედ მისი ცნობილი ბაღითაც. 2009 წლიდან მიშელს თეთრ სახლთან მოჰყავს ყველა სახის ბოსტნეული და რეგულარულად უმასპინძლდება ორგანული პროდუქტებით, როგორც ოჯახის წევრებს, ასევე პრეზიდენტის სტუმრებსაც.

მიშელის ბაღი

№1 ჯაკუზი

ბილ კლინტონი გახდა ამერიკის პირველი პრეზიდენტი, რომელიც განტვირთვისთვის ჯაკუზის იყენებდა, ისე რომ თეთრ სახლს არ ტოვებდა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ჯაკუზი არ დაუყენებიათ მხოლოდ გართობისთვის, ექიმებმა კლინტონს ურჩიეს ფეხის სამკურნალოდ მიეღო ვანები. პრეზიდენტმაც გადაწყვიტა, რომ დაეყენებინა ჯაკუზი პირდაპირ შვიდ ადამიანზე გათვლილი ჯაკუზი.

ჯაკუზი

ყველაზე «მწვანე» პრეზიდენტი

ჯიმ კარტერი პირველი, იყო ვინც მხარი დაუჭირა ენერგოდამზოგავი ტექნოლოგიების გამოყენებას, მანამ სანამ ეს ტრენდად გადაიქცა. 1979 წლს აშშ-ს 39-ე პრეზიდენტმა თეთრი სახლის სახურავზე რეზიდენციისთვის საჭირო წყლის გასათბობად დაამონტაჟა 32 მზის პანელი. კარტერი იმედოვნებდა, რომ პანელები იდგებოდა მინიმუმ 2000 წლამდე, მაგრამ ისინი სახურავიდან მოხსნა რონალდ რეიგანმა. 2003 წელს კი ჯორჯ ბუშ-უმცროსმა გადაწყვიტა ენერგოდამზოგავი მზის პანელები კვლავ დაებრუნებინა თავის ადგილზე.

მზის პანელები

საპრეზიდენტო სპორტის სახეობა

რიჩარდ ნიქსონი იყო აშშ-ს პრეზიდენტი, რომელსაც იმდენად უყვარდა ბოულინგის თამაში, რომ თეთრი სახლის სარდაფში მოაწყო ბოულინგის სათამაშო სპეციალური დარბაზი. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მხოლოდ ეს ოთახი არ იყო პირველი ამ რეზიდენციაში: უფრო ადრე პრეზიდენტმა ტრუმენმა შექმნა ბოულინგის სათამაშო დარბაზი. რიჩარდი და მისი მეუღლე პეტი არჩევდნენ მათი გატაცება დაემალათ საზოგადოებისთვის და ბოულინგს ყოველთვის სარდაფში თამაშობდნენ.

ბოულინგი

აივანი

1947 წელს გარი ტრუმენმა გადაწყვიტა რეზიდენციის მეორე სართულზე აეშენებინათ აივანი, რომელიც შეასრულებდა ვერანდისთვის სახურავის როლსაც და არაესთეტიური ტენტების საჭიროებაც აღარ იქნებოდა. უწყინარი და კონსტრუქციული შეთავაზება უცბად გადაიქცა კარიკატურებისა და დიდი კრიტიკის ქარცეცხლად, ზოგიერთი პოლიტიკოსი იმასაც ამბობდა, რომ ეს აივანი ტრუმენს მეორე საპრეზიდენტო ვადად დაუჯდებოდა, ისტორიამ ყველაფერი დაალაგა თავის ადგილზე – აივანი აშენდა, ტრუმენმა გადაწყვიტა აღარ ეყარა კენჭი მეორე საპრეზიდენტო ვადისთვის, ხოლო კრიტიკის მთავარი საბაბი საბოლოოდ ყველას ძალიან მოეწონა. ობამა ამ აივანს ყოველთვის თეთრ სახლში საუკეთესო ადგილად მოიხსენიებდა.

აივანი

აუზის მოჩვენება

ჯერ კიდევ 1933 წელს თეთრი სახლი აღიჭურვა ასაწევი პლატფორმებითა და პანდუსებით შეზღუდული შესაძლებლობების პირებისთვის. უფრო ზუსტად ერთი ადამიანისთვის – ფრანკლინ დელანი რუზველტისთვის. ასევე აშშ-ს 32-ე პრეზიდენტმა დაამონტაჟა რეზიდენციაში ფარული ბასეინი, რომლითაც სარგებლობდა ყველა მომდევნო პრეზიდენტი. წყლის პროცედურებს წერტილი დაუსვა რიჩარდ ნიქსონმა, რომელმაც აუზი დაანგრია და მის ნაცვლად მოაწყო საკონფერენციო დარბაზი.

მზის ოთახი

სოლარიუმი თეთრ სახლში გამოჩნდა ჯერ კიდევ 1927 წელს, მაგრამ მას არანაირი კავშირი არქონდა ხელოვნურ რუჯთან. კალვინ კულიჯმა გადაწყვიტა შეექმნა ნათელი და ფართო შუშის ოთახი რელაქსაციისთვის და მზის აბაზანების მისაღებას. ეს ოთახი გადაიქცა ბევრი პრეზიდენტისთვის მთავარ მოსასვენებელ ოთახად, ხოლო რონალდ რეიგანმა, რომელიც ამ ოთახში გადიოდა თავდასხმის შემდეგომ რეაბილიტაციას, ეს ოთახი აღიარა თეთრ სახლში ყველაზე საყვარელ ადგილად.

სოლარიუმი

აშშ-მ უკვე აირჩია ახალი პრეზიდენტი – დონალდ ტრამპი, რომელიც დიდი ალბათობით თეთრი სახლის თავის გემოვნებაზე მოწყობას დაიწყებს.

დაჯავშნეთ ყველაზე იაფი ავიაბიელთი

ჩვენ გირჩევთ..

იაფი ავიაბილეთები

Georgian Airways
Qatar Airways
Turkish Airlines
KLM
[icegram campaigns=5981]