ბინა, ტრანსპორტი და საკვები: რა ღირს ცხოვრება ბანგკოკში
032 205 44 43 general@justfly.ge

ავიაბილეთები ყველა მიმართულებით

გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს

ბანგკოკმა, რაც არ უნდა წარმოუდგენელი იყოს მოახერხა ერთმანეთისთვის შეეხამებინა თანამედროვე მეგაპოლისის ყველა დადებითი და უარყოფითი მხარეები, ამავე დროს შეინარჩუნა თვითმყოფადობა და უნიკალურობა. ტაიალანდის დედაქალაქს ყოველწლიურად სტუმრობს მილიონობით ტურისტი, ზოგიერთი მათგანი იმდენად მოხიბლული რჩება, რომ დაგეგმილზე უფრო მეტ ხანს რჩება ქალაქში. justFly-მ გამოიკვლია რა ჯდება ბანგკოკში საცხოვრებელი, ტრანსპორტი, სამედიცინო მომსახურება, საკვები და გართობა.

ბანგკოკი ტურისტებს იზიდავს აღმოსავლური ექგზოტიკით, აქტიური ღამის ცხოვრებით, უვიზო მიმოსვლითა და იაფი სასტუმროებით. შემოდგომაზე, მთელს ქვეყნაში მეფის გარდაცვალების გამო გამოცხადებული იყო გლოვა – უმეტესი მაცხოვრებელი ატარებს შავ-თეთრ ტანსაცმელს, დედაქალაქში განთავსებულია გლოვის ლენტები და პლაკატები. მიუხედავად ამისა ტურისტების ნაკადი არ წყდებოდა.

ტაილანდური ფული

რამდენს გამოიმუშავებენ და ხარჯავენ ბანგკოკის მაცხოვრებლები ფულს?

10 000 ბატამდე (287 დოლარი) – მცირე შემოსავალი
25 000 ბატამდე (694 დოლარი) – საშუალო შემოსავალი
80 000 ბატიდან ზევით (2200 დოლარი) – მაღალი შემოსავალი

საცხოვრებელი

8000 ბატიდან (220 დოლარი)

საცხოვრებლის ყველაზე გავრცელებული სახეობაა – კონდინიუმი, ან კონდო. გარდა კერო აპარტამენტებისა, აქ ასევე შეხვდებით საერთო მოხმარების სივრცეებსაც, როგორიცაა – ბასეინი და სპორტული დარბაზი. კარგი ბინის ქირის ფასი იწყება 8-10 ათასი ბატიდან, უფრო პრესტიჟულ რაიონებში კონდოს ფასი ორმაგდება და აღწევს 1 საძინებლიან კონდოზე 16 ათას ბატს, ხოლო 2 საძინებლიანის ფასი 26 ათასი ბატიდან იწყება. ფასი შეიძლება დამოკიდებული იყოს არა მხოლოდ რაიონზე, არამედ გამქირავებელის ხასიათზეც: როდესაც ხედავენ ევროპელს, ზოგიერთი ფასს უწევს. წყალი, ინტერნეტი და ელექტროენერგია დამატებით დაგიჯდებათ დაახლოებით 2000 ბატი.

საცხოვრებელი

ტრანსპორტი

1400 ბატიდან (39 დოლარი)

თავდაპირველად ქალაქის მთავარ სატრანსპორტო საშუალებას წარმოადგენდნენ ნავები, რომლებიც გადაადგილდებოდნენ არხებში. შედარებით მოგვიანებით გამოჩნდნენ ავტობუსები (ბრიტანული რეტრო-მანქანები დღემდე დადიან ქალქში). 80-იანი წლების დასაწყისში მოძრაობა დაიწყო SkyTrain მატარებელმა. 2004 წელს კი გაიხსნა ჩქაროსნული მეტრო MRT, რომლის ერთი თვის აბონემენტი ღირს 1400 ბატი. მეტროს არსებობის მიუხედავად ადგილობრივები იყენებენ ტაქსს, რაც არ არის ძვირი: 40 ბატი ერთი კილომეტრი, ყოველი მომდევნო კი 8 ბატი.

taxi

სამედიცინო მომსახურება

1000 ბატიდან (27 დოლარი)

ადგილობრივი დამსაქმებელები, თავიანთ თანამშრომლებს როგორც წესი, უნაზღაურებენ საბაზისო დაზღვევას, მაგრამ ეს დაზღვევა ბევრ სერვისს არ მოიცავს. ამიტომ რეკომენდირებულია დამატებითი პოლისის ყიდვა, რომელიც თვეში ღირს 1000 ბატი.

samedicino momsaxureba

კვება

8000 ბატიდან (220 დოლარი)

ქალაქში არის, როგორც დიდი ჰიპერმარკეტები, ასევე პატარა მაღაზიები, რომლებსაც ყოველ კუთხეში შეხვდებით. დიდ სუპერმარკეტებში შეგიძლიათ მოძებნოთ ეგზოტიკური ხილი, ახალი პური, გაყინული თევზი და რძე. გარდა ამისა ქალაქში არის ტრადიციული ალბათ ყველაზე ეფექტური მცურავი ბაზრობები, რომლებიც იხსნება შაბათ-კვირას ქალაქის სხვადასხვა ადგილზე: სადაც პირდაპირ ნავებიდან იყიდება ხილი, ბოსტნეული და სხვა პროდუქცია..

ორი ადამიანისთვის რამოდენიმე დღის სამყოფი პროდუქტების შეძენნა დაგიჯდებათ 1000 – 1500 ბატი.

kveba

გართობა

გართობაზე დანახარჯები არის ყველასთვის ინდივიდუალური. ოჯახები ბავშვებთან ერთად ხშირად სტუმრობენ Siam Park City და Dream World პარკს, სადაც შესასვლელი ბილეთი ღირს 900 დან 1300 ბატი (25-36 დოლარი).
რესტორანში ვახშამი 2 კაცზე დაგიჯდებათ 1500 ბატი (42 დოლარი). ერთი ბოთლი ლუდი დაგიჯდებათ 80 ბატი (2 დოლარი), რამოდენიმე კოქტეილი ბარში დაგიჯდებათ 500 ბატი (14 დოლარი). ხოლოდ 5-8 ათას, ბატად 5–8 тыс. (150–220 დოლარად) წახვიდეთ კუნძულ ჩანგზე ან ხუა ხინზე.

შეიძინეთ ყველაზე იაფი ავიაბილეთი

ჩვენ გირჩევთ..

იაფი ავიაბილეთები

Georgian Airways
Qatar Airways
Turkish Airlines
KLM
[icegram campaigns=5981]