ავიაბილეთები შრი-ლანკას მიმართულებით
5 რამ, რაც შრი-ლანკაში მოგზაურობისას აუცილებლად უნდა გასინჯოთ
თუ შრი-ლანკას დედაქალაქში – კოლომბოში იმყოფებით, მოგზაურობა აუცილებლად Galle Face Green-იდან უნდა დაიწყოთ. ეს არის უდიდესი ურბანული პარკი, რომელიც მდებაროებს პარკსა და სანაპიროს შორის. დიდი ფართობის პარკი მთლიანადაა ათვისებული სხვადასხვა დანიშნულებისამებრ. სტუმრად ჩასულს აქ შრი ლანკას გემრიელი ქუჩის საკვების დაგემოვნებაც შეგეძლებათ. თანაც საკამოდ ხელმისწავდომ ფასად. გირჩევთ ამ კერძების გასინჯვის შანსი ხელიდან არ გაუშვათ.
Isso vadei
პარკში, რომელიც ელექტროშუქებითაა განათებული ყველაფერი, თქვენ გასაყიდად გამოტანილ ე.წ. ბირთვულ ფორთოხალს შეამჩნევთ- ეს ცხარე ნამცხვარია, თავზე თევზით. კოლომბოში მცხოვრებთ ძალიან უყვართ ეს ნამცხვარი და არ გამკვირვებია, რომ ისინი ნარკოტიკივით არიან მასზე დამოკიდებული. ისსო ვადეის უკეთესი გემო აქვს, ვიდრე შეხედულება. ამიტომ სცადეთ და გასინჯეთ!
Kottu
კოტუ თავდაპირველად მზადდებოდა ნარჩენებისგან_ მორჩენილი ბოსტნეული, ხორცი ან თევზი ,სანელებლები და ეს ყველაფერი ერთმანეთში არეული. დღესდღეობით კი კოტუ არა უბრალოდ ნარჩენებისგან მომზადებული კერძია, არამედ ერთ-ერთი გემრიელი და აუცილებლად გასასინჯი კერძი.
Hoppers
შრი ლანკელებს უყვართ თავიანთი ჰოპერსი- ბლინი კვერცხით დილაობით ან სხვა ვერსიით-საღამოობით. საკუთარი გემოვნებისამებერ შეგიძლიათ ბლინს რაღაცები დაუმატოთ და ეს ყველაფერი მხოლოდ 50 რუპია დაგიჯდებათ.
Samosas
ეს ერთ-ერთი ყველაზე მაგარი რამეა, რომლის გასინჯვაც შრი ლანკას ქუჩებში შეგიძლიათ. ეს არის პატარა სამკუთხედის ფორმის ცხვრის ან ძროხის ხორცისგან მომზადებული კერძი,რომელსაც დამატებული აქვს ქონდარი და სხვა უამრავი სანელებელი. მას ყველგან იპოვით, ის ყველას უყვარს . დიდი ხანია მიმდინარეობს ბჭობა იმაზე, თუ სად ამაზადებენ მას ყველაზე გემრიელად. ყველა კაფე ერთმანეთს ეჯიბრება, მაგრამ დიდი ხანია Bombay Sweet Mahan არავის უთმობს პირველობას.
Saravita and coconuts
ქოქოსი ნამდვილი მეფეა კოლუმბოში, თავისი კაშკაშა-მწვანე სიფერადით.სარავიტა კი ქუჩის დესერტია-ფერადი, რომელსაც ქოქოსი აქვს შემოხვეული . ბავშობის დელიკატესების მსგავსად, მე თითქმის ყველა ფერი მაქვს გასინჯული, მუქიც კი.
Independent-იდან თარგმნა თამთა ჯინჯოლავამ
წყარო: myrest.ge
ჩვენ გირჩევთ..
ავიაბილეთები 24 ევროდ: Wizzair ქუთაისიდან 2 ახალ მიმართულებას ამატებს
ახალი მიმართულებით ავიაბილეთების გაყიდვა დაწყებულია
აშშ-სთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე მოლაპარაკებები იწყება
აშშ-სთან პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე ნათია თურნავა სექტემბერში მოლაპარაკებებს გამართავს
Ryanair – რომელ ქალაქებში და რა ფასად შეგიძლიათ მოგზაურობა
რომელი მიმართულებით და რა სიხშირით შესრულდება პირდაპირი ფრენა ევროპაში
ავიაბილეთი 10 ევროდ: Ryanair -მა საქართველოდან ფრენები დაიწყო
ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს
აშშ-მ თვითმფრინავის ბორტზე MacBook Pro-ს ზოგიერთი მოდელის ატანა აკრძალა
ივნისში Apple-მა 15-დიუმიანი MacBook Pro-ს ნაწილი უკან გაიწვია
Wizzair -ი ქუთაისიდან 12 ახალ მიმართულებას ამატებს
2020 წელს კომპანია მომხმარებელს ქუთაისის აეროპორტიდან ნახევარ მილიონ საფრენ ადგილს შესთავაზებს