თბილისის ავიაბაზარზე ახალი ავიაკომპანია – ბაჰრეინის სამეფოს ფლაგმანი Gulf Air–ი შედის
WhatsApp მოგვწერე
WhatsApp-ში 💬
032 205 44 43 general@justfly.ge

ავიაბილეთები ყველა მიმართულებით

თბილისის ავიაბაზარზე ახალი ავიაკომპანია – ბაჰრეინის სამეფოს ფლაგმანი Gulf Air–ი შედის

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ავიაკომპანია, ბაჰრეინული Gulf Air–ი შედის.

“საქართველოს გაერთიანებული აეროპორტების” ინფორმაციით, ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად, 2017 წლის 25 ივნისიდან ბაჰრეინის სამეფოს ავიაკომპანია Gulf Air თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაიწყებს პირდაპირი ავიარეისების შესრულებას, ბაჰრეინი-თბილისის მიმართულებით, კვირაში 3 სიხშირით.

ავიაკომპანია Gulf Air-ის დელეგაცია საქართველოს შპს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” მოწვევით, გასული წლის მაისში ეწვია. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები მოეწყო საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციის, TAV Georgia-ს ხელმძღვანელობასთან ასევე, ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებთან.

Gulf Air არის ბაჰრეინის სამეფოს ფლაგმანი ავიაკომპანია, რომელიც საავიაციო ბაზარზე 1950 წლიდან ოპერირებს. Gulf Air მსოფლიოს მსხვილი ავიაკომპანიების სიაშია, რომელიც ბაჰრეინის საერთაშორისო აეროპორტიდან, ამჟამად ფრენებს 24 ქვეყნის 43 ქალაქში ახორციელებს, მსოფლიოს 3 კონტინენტზე.

წყარო: commersant.ge

დაჯავშნეთ ყველაზე იაფი ავიაბილეთი

დაჯავშნეთ იაფი სასტუმრო

ჩვენ გირჩევთ..

იაფი ავიაბილეთები

Georgian Airways
Qatar Airways
Turkish Airlines
KLM
[icegram campaigns=5981]