ავიაბილეთები ყველა მიმართულებით
გამოცდილი მეთოდები: როგორ შევავსოთ სავიზო დოკუმენტები სწორად
ყველა მოწმობა, ანკეტა თუ განაცხადი – ეს დოკუმენტები აუცილებელია ახალი ვიზის მისაღებად. justFly მოგიყვებათ. იმის შესახებ თუ როგორ უნდა შეავსოთ და ჩააბაროთ დოკუმენტები სწორად, იმისათვის, რომ დადებითი შედეგი მიიღოთ
შემოსავლები
ყველა ქვეყნის საკონსულო თქვენი დოკუმენტაციის მიღებისას აუცილებლად დაინტერესდება შეგიძლიათ თუ არა თქვენ საკუთარი თავის შენახვა მოგზაურობის განმავლობაში და გეყოფათ თუ არა თანხა სამშობლოში დასაბრუნებად, ამიტომ ყველა საკონსულო ყოველთვის მოგთხოვთ შემოსავლების დადასტურებას. ეს შეიძლება იყოს ცნობა სამსახურიდან ან საბანკო ანგარიშის ამონაწერი. მაგრამ, როგორ მოვიქცეთ თუ არ გვაქვს მაღალი შემოსავალი? სულ მცირე გათვლებით თქვენ დღეში დაგჭირდებათ მინიმუმ 50 ევრო.

«უნდა გავზარდო თუ არა ხელფასის ოდენობა შემოსავლების დოკუმენტაციაში?» – ასე ჟღერს შეკითხვა რომელიც ყველაზე მეტად გვესმის..
ნებისმიერ შემთხვევაში, დოკუმენტაციაში დამატებითი მანიპულაციებს არ გვირჩევენ სპეციალსიტები.
«აუცილებლად დაიმახსოვრეთ, თუ გამხილეს დოკუმენტების გაყალბებაში, მომენტალურად მიიღებთ ვიზაზე უარს».
ასევე, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით დოკუმენტაციის გაყალბება – მკაცრად ისჯება. მაგრამ, უფრო მეტი გარანტიების მიღების მიზნით შეიძლება გარკვეული კანონიერი მოქმედებების გატარებაც.
«თუ თქვენი ყოველთვიური შემოსავალი არ არის მაღალი და შიშობთ, რომ ამან შეიძლება იმოქმედოს ვიზის გაცემაზე, თქვენ შეგიძლიათ გააფორმოთ უახლოეს ნათესავთ სპონსორის წერილი».
გასაუბრების შესახებ
ხშირად ისმის შეკითხვა – «უნდა ჩავიცვათ თუ არა გასაუბრებისთვის განსაკუთრებულად?».
«სპეციალურად გასაუბრებისთვის განსაკუთრებულად ჩაცმა რა თქმა უნდა საჭირო არაა. უკეთესი იქნება ჩიცვათ თქვენთვის მისაღები სამოსი. მთავარია გასაუბრებაზე გამოიყურებოდეთ აკურატულად. ქალბატონებისთვის რეკომენდირებული არ არის მკვეთრი მაკიაჟი გაკეთება».

ის ფაქტი, რომ თქვენ მიბრძანდებით გასაუბრებაზე საკონსულოში, ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ პირდაპირ გენერალურ კონსულს ან ელჩს შეხვდებით. ამიტომ კომფორტი თავშეკავებულობა პირველ ადგილზე უნდა იდგეს.
მეორე პოპულარული შეკითხვა გასაუბრების შესახებ: «საჭიროა თუ რა ინგლისური ენის ცოდნის გამომჟღავნება?».
ექსპერტები თვლიან, რომ ეს სულაც არ არის საჭირო. ყველა საკონსულოში და სავიზო ცენტრებში პერსონალმა ძალიან კარგად იცის ქართული ენა.
«ინგლისური ენის ცოდნა ამ შემთხვევაში არ არის საჭირო. ამავე დროს საკონსულოში დოკუმენტების ჩაბარება შეგიძლიათ ინგლისურ ენაზეც».
დამატებითი დოკუმენტაციის შესახებ
დამატებითი დოკუმენტების საჭიროება, დამოკიდებულია ქვეყანაზე სადაც აპირებთ გამგზავრებას. მაგალითად დიდი ბრიტანეთის სავიზო ცენტრში შეგიძლიათ დამატებით წარადგინოთ უძრავი ქონების ფლობის დამადასტურებელი და ფინანასური დოკუმენტი. დამატებითი ინფორმაციის შეტყობინება შეგიძლიათ სხვა ქვეყნის საკონსულოებშიც, მაგრამ მთავარია მოთხოვნებს არ გადავაჭარბოთ.

«ისეც ხდება ხოლმე, რომ განმცხადებელი თავისი ძაღლის სურათს დამატებით დოკუმენტად თვლის, რომლითაც ცდილობს დაამტკიცოს რომ ეს შეიძლება იყოს სამშობლოში დაბრუნების საბაბი. აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, რომ სხვადასხვა შემთხვევას სხვადასხვა მოთხოვნები აქვს. მაგალითად, დიდი ბრიტანეთის ვიზაზე განცხადების გაკეთების შემდეგ დამატებითი დოკუმენტაცია ნამდვილად არ იქნება ზედმეტი, მაგრამ ასეთი სიტუაცია არ არის ყველა საკონსულოში. ასევე კარგად უნდა იცოდეთ, რომელი დოკუმენტაცია ითვლება დამატებითად და შეიძლება იყოს თქვენთვის სასარგებლო. ესეთი შეიძლება იყოს შემოსავლების დამადასტურებელი და უძრავი ქონების ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
«თუ საკონსულო არ გთხოვთ დამატებით დოკუმენტებს, ეს იმას ნიშნავს, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაცია სრულიად საკმარისია.»
პირადი ცხოვრების შესახებ
არსებობს მოსაზრება, რომ გაუთხოვარმა გოგონამ არც კი უნდა ცადოს დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ს ვიზაზე განაცხადის გაკეთება. მაგრამ პრაქტიკაში ეს ჩვეულებრივი, მაგრამ აქტიური სტერეოტიპია.

«თუ მოგზაური არ არის დაოჯახებული და არ გააჩნია არანაირი ქონება, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მას არ აქვს შანსი მიიღოს ვიზა. ნებისმიერი განაცხადი განიხილება ინდივიდუალურად. ყოველთვის ჯობს, რომ თავი დაიზღვიოთ, რეკომენდირებულია დაურთოთ ფინანსური სიმყარის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.»
წარსულის შესახებ
თქვენ ოდესმე მიგიღიათ დეპორტი რომელიმე ქვეყანაში ადგილობრივი სავიზო კანონმდებლობის დარღვევისთვის ან უბრალოდ უარი უთქვამთ ვიზის გაცემაზე? ეს შეიძლება ყველას დაემართს. მთავარია ამიერიდან იყოთ ძალიან გულწრფელი სავიზო ცენტრში.
«ყველა საკონსულოს აქვს მონაცემთა ბაზა, სადაც ფიქსირებულია ყველა ტურისტის მონაცემები, რომელთაც ადრე უკვე გაუფორმებიათ ვიზაზე განაცხადი. ამიტომ აზრი არ აქვს ვიზაზე ადრე მიღებული უარის დაფარვას».
ამიტომ თუ თქვენ გადაწყვიტეთ პასპორტის გასუფთავება და ახალი დოკუმენტის აღება, იცოდეთ ეს მაინც არაფერს შეცვლის. თქვენს წარსულზე მაინც ყველაფერი ცნობილია. მაგრამ მცირე ლაქა არ არის განაჩენი.

«ადრე მიღებული დეპორტიც არ არის განაჩენი. მთავარია – კარგად შეგროვებული და მიწოდებული დოკუმენტაცია. ძველად მიღებული უარყოფითი პასუხის მიუხედავად ვიზის მიღება შესაძლებელია.»
იმისათვის რომ ვიზის მიღებაში პრობლემა არ შეგექმნათ საჭიროა:
1. სწორად შეგროვებული დოკუმენტაცია.
2. დამატებითი დოკუმენტები, რომელიც ამტკიცებს თქვენს ფინანსურ შესძლებლობებს. (მაგრამ ფანატიზმის გარეშე).
3. ზომიერი გულწრფელობა.
გახსოვდეთ: ყველა პრობლემა (გარდა იმისა თუ თქვენ საერთაშორისო ძებნაში ხართ) მოგვარებადია!
ჩვენ გირჩევთ..
ავიაბილეთები 24 ევროდ: Wizzair ქუთაისიდან 2 ახალ მიმართულებას ამატებს
ახალი მიმართულებით ავიაბილეთების გაყიდვა დაწყებულია
აშშ-სთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე მოლაპარაკებები იწყება
აშშ-სთან პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე ნათია თურნავა სექტემბერში მოლაპარაკებებს გამართავს
Ryanair – რომელ ქალაქებში და რა ფასად შეგიძლიათ მოგზაურობა
რომელი მიმართულებით და რა სიხშირით შესრულდება პირდაპირი ფრენა ევროპაში
ავიაბილეთი 10 ევროდ: Ryanair -მა საქართველოდან ფრენები დაიწყო
ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს
აშშ-მ თვითმფრინავის ბორტზე MacBook Pro-ს ზოგიერთი მოდელის ატანა აკრძალა
ივნისში Apple-მა 15-დიუმიანი MacBook Pro-ს ნაწილი უკან გაიწვია
Wizzair -ი ქუთაისიდან 12 ახალ მიმართულებას ამატებს
2020 წელს კომპანია მომხმარებელს ქუთაისის აეროპორტიდან ნახევარ მილიონ საფრენ ადგილს შესთავაზებს