ავიაბილეთები ყველა მიმართულებით
გარანტირებულ შედეგი: როგორ მივიღოთ სამუშაო ვიზა ესპანეთში
ესპანეთი იზადავს არამარტო ტურისტებს არამედ ემიგრანტებს რომელთაც სურთ ევროპაში მუშაობა. ეკონომიკაში არსებული სირთულეების მიუხედავად ესპანეთი იყო, არის და იქნება ევროპული სახელმწიფო ყველა თანმდევი ბონუსებით. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად მიგრანტების მაჩვენებლით ესპანეთი მსოფლიოში მე-10 ადგილზეა.
რა არის სამუშაო ვიზა?
სამუშაო ვიზა გაძლევთ ქვეყანაში კანონიერად მუშაობის უფლებას. ასეთი ვიზის გაცემის რეგულირება ხდება კანონით 14/2013.
მუშაობის ნებართვას აფორმებს უფლებამოსილი ორგანო. ესპანეთის შემთხვევაში ეს ორგანო არის საკონსულო საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. აქიდან გამომდინარე, თუ თქვენ უკვე იმყოფებით ესპანეთში ტურისტული ვიზით და ახლა გსურთ სამუშაო ვიზის მიღება, ამისთვის თქვენ აუცილებლად უნდა დარუნდეთ საქართველოში. გამონაკლისს უშვებენ მხოლოდ მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისთვის.
ესპანური სამუშაო ვიზა გამოიყურება როგორც ცალკე ბლანკი, რომლის ჩაკვრაც ხდება საზღვარგარეთის პასპორტში.
უნდა შეეგუოთ იმ ფაქტს, რომ ესპანეთის სამუშაო ვიზისთვის მოგიწევთ რამოდენიმე თვე მოცდა. ამ პერიოდში ქვეყნის დატოვება არ არის რეკომენდირებული: განმცხადებელი შეიძლება საკონსულოში გამოიძახონ გასაუბრებაზე.
რამდენია ესპანეთში სამუშაო ვიზის მოქმედების მაქსიმალური და მინიმალური ვადა?
სამუშაო უფლების გაცემა ხდება მინიმუმ 91 დღით. ამ ვადის გაზრდის ან შეცვლის საშუალება გაქვთ. სამუშაო ვიზის მიღების მაქსიმალური პერიოდია – ხუთი წელი.

აუცილებელი პირობები ვიზის მისაღებად
სამუშაო ვიზის მისაღებად აუციელბელი პირობაა დამსაქმებლის მიერ მოწვევის გაკეთება. მოწვევის გარეშე სამუშაო ვიზის მიღება შეუძლებელია! ამიტომაც პირველი საფეხურია ესპანეთში დამსაქმებლის მოძიება.
უცხოელებისთვის ევროპაში კარგი სამუშაო – დეფიციტურია. მუშაობის უფლების გაცემა განვითარებულ ქვეყნებში ხდება მხოლოდ წონადი საფუძვლების გათვალისწინებით. ესპანეთის მთავრობა ყოველთვის ზრუნავს იმაზე რომ უცხოელებმა არ წაართვან ადგილობრივებს სამუშაო ადგილები – განსაკუთრებით კი ბოლო წლებში, როდესაც ქვეყანაში დაიწყო ეკონომიკური პრობლემები.
სამუშაო კონტრაქტები აუცილებლად ექვემდებარება უფლებამოსილი სამინისტროს მხრიდან დადასტურებას. თვითონ ეს სამინისტრო გასცემს მუშაობის უფლებას, უმეტესად დეფიციტური პროფესიების სპეციალისტებს. მოთხოვნადი სამუშაოს სია ყველა პროვინციისთვის ინდივიდუალურია და ახლდება სამ თვეში ერთხელ.
მოწვევისთვის უნდა არსებობდეს განსაკუთრებული საფუძვლები – აუცილებელია დადასტურდეს, რომ ესპანეთის სამეფოში თქვენთვის საინტერესო ვაკანსიაზე არ მოიძებნა თქვენზე უფრო კომპეტენტური სპეციალისტი. დიდი კომპანიებისთვის აღნიშნული დოკუმენტაციის მიღება არ წარმოადგენს დიდ პრობლემას. სამუშაო ვიზის ყველაზე მარტივად მიღება შეუძლია იმ კომპანიის თანამშრომლებს, რომელთაც სურთ თანამშრომლის გადაყვანა ესპანეთის ფილიალში.
ვის არ ჭირდება დამსაქმებლის მხრიდან მოწვევა?
გამონაკლისია – ის მეწარმეები რომლებიც ტურისტული ვიზით შევიდნენ ესპანეთში და ამ პერიოდში მათ დაარეგისტრირეს ქვეყანაში საკუთარი ბიზნესი. საკუთარი ბიზნესი (შესაბამისი შემოსავლიანობითა და გამჭვირვალეობის შემთხვევაში) საშუალებას იძლევა მიიღოთ მუდმივი ბინადრობის უფლება.
მოახალისეებს, რომლებიც ესპანეთში იბრძვიან სიღარიბის, ეკოლოგიის გაუარესების წინააღმდეგ ან იცავენ ქალთა უფლებებს არ ესაჭიროებათ იქ ყოფნისთვის სამუშაო ვიზა.

სამუშაო ვიზის სახეობები
გამომდინარე საქმიანობის სახეობიდან ესპანეთი გასცემს სხვადასხვა სახეობის ვიზას.
А ტიპის ვიზა — უფლება სეზონურ ან დროებით საკონტრქტო სამუშაოზე.
В ტიპის ვიზა — პროფესიის მიხედვით 1 წლის ვადით მუშაობა.
С ტიპის ვიზა — В ტიპის ვიზის გახანგრძლივება, თუ მიგრანტი გეგმავს ესპანეთში უფრო დიდი დროით მუშაობას.
D ტიპის ვიზა — 1 წლიანი ვიზა მეწარმეებისთვის.
D ტიპის ვიზა ორი წლით გახანგრძლივება — გაიცემა სტანდარტული D ვიზის ვადის გასვლის შემდეგ.
Е ტიპის ვიზა (სამი წლით გახანგრძლივება) — გაიცემა გახანგრძლივებული D ტიპის ვიზის გაცემის შემდეგ.
ევროკავშირის ქვეყნებისა და ავსტრალიის მოქალაქეებსა, რომელთაც სურთ დროებით იმუშაონ ესპანეთში, მათთვის გაიცემა Working Holiday Visa. აღნიშნული ვიზა გათვალისწინებულია ახალგაზრდებისთვის, რომელთაც სურთ თავის რჩენა ესპანეთში მოგზაურობისას.
სამშაო ვიზისთვის საჭირო დოკუმენტაცია
საჭირო დოკუმენტაციის ჩამონათვალი არ არის დიდი, მაგრამ მათი წარდგენა აუცილებელია.
თქვენ დაგჭირდებათ შემდეგი დოკუმენტაცია:
პირადობის მოწმობა + ყველა გვერდის ასლი;
საზღვარგარეთის პასპორტი რომლსაც მოქმედების ვადა აქვს არანაკლებ 4 თვისა;
3 ფოტოსურათი;
ცნობა ნასამართლეობის შესახებ, რომელიც გაცემულია ვიზის მოთოხვნამდე არანაკლებ 3 თვისა;
სამედიცინო ცნობა, რომელიც ადასურებს რომ თქვენ არ გაქვთ ისეთი დაავადება რომელიც გადამდებია და სართხეს შეუქმნის სხვის სიცოცხლეს;
შემოსავლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ესპანეთში მუშაობისა და ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომელიც უნდა გადმოგიგზავნოთ დამსაქმებელმა (უნდა გაიცეს შესაბამისი ორგანოს მიერ რეგიონის მიხედვით);
ესპანეთის საიმიგრაციო სამსახურის მიერ გაცემული პირველადი დოკუმენტაცია მუშაობისა და ცხოვრების უფლების შესახებ. (Oficina de Extranjería).
მეზღვაურებისთვის, ჟურნალისტებისთვის, მძღოლებისთვისა და სპორტსმენებისთვის ვიზის აღების პროცედურები განსხვავებულია სტანდარტულისგან.
ყველა დოკუმენტაცია, რომელიც გაფორმებულია არა ესპანურ ენაზე საჭიროებს ნოტარიულ დამოწმებას.
ყველა დოკუმენტი უნდა ჩაბარდეს მხოლოდ განმცხადებლის მიერ. გამონაკლისი კეთება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში: ასეთი მიზეზის არსებობის შემთხვევაში შესძლებელია აღნიშნულის გადაბარება თქვენს წარმომადგენელზე.
ფაქტორები რომლებიც გაგიმარტივებთ ვიზის მიღებას
განმცხადებელის მაღალი კვალიფიკაცია – ეს არის ერთადერთი ფაქტორი რასაც დიდ უპირატესობას მიანიჭებენ. კვალიფიკაციის ოფიციალურად დადასტურება შესაძლებელია, მხოლოდ პროფესიული გამოცდილების არსებობით.
მოქმედებს თუ არა ვიზის მიღებაზე ახლობლების ყოფნა ევროკავშირში ან ესპანეთში?
გავრცელებული მოსაზრების მიხედვით ეს არანაირად არ მოგცემთ უპირატესობას. საერთოდ არავის არ აინტერესებს სად იმყოფებიან თქვენი ნათესავები ესპანეთში თუ ევროკავშირის სხვა რომელიმე ქვეყანაში.
რა საბუთები ესაჭიროებათ ოჯახის წევრებს?
ხშირად ისე ხდება, რომ ვიზას იღებს ოჯახის მხოლოდ ერთი წევრი, ხოლო დანარჩენებს კი გასაგები მიზეზების გამო Чსურთ მათთან ერთად წასვლა. ასეთ შემთხვევისთვისაც არსებობს ვიზა, ამ ვიზის გაცემა დამოკიდებულია იმ ვიზის სახეობაზე რომელიც უკვე მიღო ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა. უკეთესია ოჯახის ყველა წევრმა ვიზაზე დოკუმენტაცია ერთდროულად შეიტანოს.
ჩვენ გირჩევთ..
ავიაბილეთები 24 ევროდ: Wizzair ქუთაისიდან 2 ახალ მიმართულებას ამატებს
ახალი მიმართულებით ავიაბილეთების გაყიდვა დაწყებულია
აშშ-სთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე მოლაპარაკებები იწყება
აშშ-სთან პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე ნათია თურნავა სექტემბერში მოლაპარაკებებს გამართავს
Ryanair – რომელ ქალაქებში და რა ფასად შეგიძლიათ მოგზაურობა
რომელი მიმართულებით და რა სიხშირით შესრულდება პირდაპირი ფრენა ევროპაში
ავიაბილეთი 10 ევროდ: Ryanair -მა საქართველოდან ფრენები დაიწყო
ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს
აშშ-მ თვითმფრინავის ბორტზე MacBook Pro-ს ზოგიერთი მოდელის ატანა აკრძალა
ივნისში Apple-მა 15-დიუმიანი MacBook Pro-ს ნაწილი უკან გაიწვია
Wizzair -ი ქუთაისიდან 12 ახალ მიმართულებას ამატებს
2020 წელს კომპანია მომხმარებელს ქუთაისის აეროპორტიდან ნახევარ მილიონ საფრენ ადგილს შესთავაზებს