ავიაბილეთები ყველა მიმართულებით
გარანტირებულ შედეგი: როგორ მივიღოთ სამუშაო ვიზა ესპანეთში
ლეგატუმის ინსტიტუტი ყოველწლიურად აქვეყნებს კეთილდღეობის ინდექსს.
მასშტაბური გამოკითხვის შედეგად ცხოვრების დონის მიხედვით ყველაზე პრესტიჟული ქვეყნები ვლინდება.
ლონდონის ლეგატუმის ინსტიტუტს, რომელიც, თავის მხრივ, დუბაიში დაფუძნებული საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიის განშტოებაა, კეთილდღეობაზე ძალიან კონკრეტული წარმოდგენა აქვს.
ლეგატუმის კეთილდღეობის ხარისხი რამდენიმე ფაქტორის, კერძოდ, 8 მაჩვენებლის ერთობლიობით არის გამოთვლილი. ესენია: ეკონომიკა, მეწარმეობის შესაძლებლობები, მმართველობა, განათლება, ჯანდაცვა, დაცულობა-უსაფრთხოება, პიროვნული თავისუფლება და სოციალური კაპიტალი.
ლეგატუმის კეთილდღეობის ინდექსის მიხედვით 142 ქვეყანა არის შეფასებული, ჩვენ 15 მათგანს წარმოგიდგენთ:
1. ნორვეგია კეთილდღეობის ინდექსის მიხედვით პირველ ადგილს იკავებს, სკანდინავიის ეს ქვეყანა პირველობას უკვე შვიდი წელია არ თმობს.
2. მეორე ადგილს ევროპის ნეიტრალური ქვეყანა იკავებს. შვეიცარია, აღნიშნულ პოზიციას უკვე სამი წელია ინარჩუნებს.
ქვეყნები ყველაზე მაღალი საშემოსავლო გადასახადებით
3. დანია გამოირჩევა სახელმწიფოებრიობის, განათლებისა და სოციალური კაპიტალის მაღალი დონით. რომ არა მისი სუსტი ჯანდაცვის სისტემა, რომლის მიხედვითაც ის მეთექვსმეტე ადგილს იკავებს, ლეგატუმის კეთილდღეობის ინდექსის მიხედვით ეს ქვეყანა სიის პირველ ადგილზე იქნებოდა.
4. ძლიერი სოციალური ერთობისა და საზოგადოების ჩართულობის წყალობით ახალი ზელანდია ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული არაევროპული სახელმწიფოა.
5. სიის მეხუთე ადგილის მოპოვებაში შვედეთს მოხალისეობისა და შესაძლებლობების მაღალი დონე დაეხმარა.
ქვეყნები, სადაც ყველაზე მეტი ოფიციალური დასვენების დღეა
6. კეთილდღეობის ინდექსის თანახმად კანადა, ნამდვილად თავისუფლების ქვეყანაა. ყველა გამოკითხულ ერს შორის კანადელები პიროვნული თავისუფლების უმაღლესი დონით გამოირჩევიან. მიუხედავად ამისა, კანადა გასულ წელთან შედარებით, ერთი პუნქტით ჩამოქვეითდა.
7. ავსტრალია მეშვიდე ადგილს უკვე სამი წელია ინარჩუნებს, ამ წლის მაჩვენებლებით, ქვეყანაში საუკეთესო განათლების სისტემა მოქმედებს.
8. ამ წლის კეთილდღეობის ინდექსში ნიდერლანდებმა
ერთი პუნქტით წინ წაიწია, ქვეყანაში საუკეთესო მაჩვენებლები პიროვნულ თავისუფლებაში, განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებში დაფიქსირდა.
9. ფინეთის სახელმწიფოებრიობის მაჩვენებელი მსოფლიო მასშტაბით მეხუთე ადგილზეა, თუმცა, რთული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, გასულ წელთან შედარებით, ფინეთის კეთილდღეობის ინდექსი ერთი პუნქტით გაუარესდა.
10. ირლანდიამ უსაფრთხოებისა და თავდაცვის მაღალი დონის წყალობით, სიაში 2 პუნქტით წინ წაიწია და მეთორმეტედან მეათე ადგილზე გადმოინაცვლა.
11. მსოფლიოს ყველაზე ძლევამოსილი სახელმწიფო კეთილდღეობის ინდექსის მიხედვით, სიის მეთერთმეტე ადგილს იკავებს. ჯანდაცვის სისტემის გამართული და მაღალი დონით, აშშ პირველ ადგილს იკავებს. თუმცა, ქვეყნის მოსახლეობა ნაკლებად დაცულ ვითარებაში იმყოფება, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებს სიის პირველ ათეულში შესვლის შესაძლებლობას არ აძლევს.
12. ისლანდიამ პიროვნული თავისუფლების, უსაფრთხოების, თავდაცვისა და მოხალისეობის კატეგორიაში წარმატებას მიაღწია, თუმცა, მიუხედავად ამისა, კეთილდღეობის ინდექსის მიხედვით ერთი პუნქტით ჩამოქვეითდა.
13. ლუქსემბურგის მოსახლეობის პიროვნულმა თავისუფლებამ და ჯანდაცვისა და ეკონომიკის სიძლიერემ ქვეყანა მეთექვსმეტედან მეცამეტე ადგილზე გადმოიყვანა.
14. კეთილდღეობის ინდექსის თანახმად გერმანიის ეკონომიკა მეხუთე ადგილზეა, რამაც ქვეყანას ამ სიის მეთოთხმეტე ადგილი მოაპოვებინა.
15. გაერთიანებული სამეფოს კეთილდღეობის ინდექსი ამ წელს 2 პუნქტით გაუარესდა.
ჩვენ გირჩევთ..
ავიაბილეთები 24 ევროდ: Wizzair ქუთაისიდან 2 ახალ მიმართულებას ამატებს
ახალი მიმართულებით ავიაბილეთების გაყიდვა დაწყებულია
აშშ-სთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე მოლაპარაკებები იწყება
აშშ-სთან პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე ნათია თურნავა სექტემბერში მოლაპარაკებებს გამართავს
Ryanair – რომელ ქალაქებში და რა ფასად შეგიძლიათ მოგზაურობა
რომელი მიმართულებით და რა სიხშირით შესრულდება პირდაპირი ფრენა ევროპაში
ავიაბილეთი 10 ევროდ: Ryanair -მა საქართველოდან ფრენები დაიწყო
ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს
აშშ-მ თვითმფრინავის ბორტზე MacBook Pro-ს ზოგიერთი მოდელის ატანა აკრძალა
ივნისში Apple-მა 15-დიუმიანი MacBook Pro-ს ნაწილი უკან გაიწვია
Wizzair -ი ქუთაისიდან 12 ახალ მიმართულებას ამატებს
2020 წელს კომპანია მომხმარებელს ქუთაისის აეროპორტიდან ნახევარ მილიონ საფრენ ადგილს შესთავაზებს