პროცედურები მარტივდება: როგორ გავხდეთ შვეიცარიის მოქალაქე
WhatsApp მოგვწერე
WhatsApp-ში 💬
032 205 44 43 general@justfly.ge

ავიაბილეთები ყველა მიმართულებით

[adinserter block="1"]
[adinserter block="2"]

პროცედურები მარტივდება: როგორ გავხდეთ შვეიცარიის მოქალაქე

შვეიცარიაში რეფერენდუმი მიმდინარეობს. მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა, რამდენიმე თაობის განმავლობაში, შვეიცარიაში მცხოვრები მიგრანტებისთვის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭება. რეფერენდუმის პირობების თანახმად, დადებითი პასუხის შემთხვევაში, ცვლილება მხოლოდ მიგრანტების მესამე თაობას შეეხება, რომლიც შვეიცარიაშია დაბადებული. იმ ადამიანების ასაკი, რომლებიც მოქალაქეობას გამარტივებული წესით მიიღებენ 25 წელს არ უნდა აღემატებოდეს.

ამ დროისთვის, ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, კონფედერაციის ტერიტორიაზე დაბადებული უცხო ქვეყნის მოქალაქის ბავშვი, მოქალაქეობას ავტომატურად არ იღებს. შვეიცარიაში ჩასულ ზრდასრულ ადამიანს კი მოქალაქეობის მისაღებაზე განაცხადის შესატანად 12-წლიანი ლოდინი უწევს.

დაჯავშნეთ იაფი ავიაბილეთი

განაცხადის შეტანის შემდეგ, მოქალაქეობის მიღების მსურველმა მრავლობითი ტესტირება და გასაუბრება უნდა გაიაროს, სადაც შემოწმდება ქვეყნის კულტურისა და ტრადიციის ცოდნა, მოტივაცია და მზაობა.

აღსანიშნავია, რომ გამსაუბრებელს შვეიცარიასთან დაკავშირებული ყველანაირი კითხვის დასმის უფლება აქვს.

თუმცა, ყველაფერი ამით არ სრულდება, მოქალაქეობის მიღების მსურველ მიგრანტს, მეზობლების დახასიათება დასჭირდება, საბოლოო გადაწყვიტილებას კი საქალაქო საბჭო მიიღებს.

shveicaria

ადამიანებმა, რომლებმაც ტესტირება უკვე გაიარეს, განმარტავენ, რომ გამოცდა რთული არაა, თუმცა გარკვეულ საყურდღებო ნიუანსებს შეიცავს.

“გვეკითხებიან პოლიტიკაზე, სოფლებზე, ვის ვიცნობთ და რითი ვართ დაკავებულები რატომ გვსურს ქვეყნის მოქალაქეობის მიღება”

– ამბობს კრის ტატერსელი, რომელიც შვეიცარიაში ბრიტანეთიდან ჩავიდა და მოქალაქეობაზე განაცხადი, ქვეყნაში 12-წლიანი ცხოვრების შემდეგ შეიტანა.

წინასწარი გადახდის გარეშე სასტუმროს დაჯავშნა

[tp_search_shortcodes]
Can't find search form model by id "17355372e8"

“მათთვის, ვინც ამ ქვეყანაში გარკვეული პერიოდი იცხოვრა და მათთვის, ვისაც ამის დიდი სურვილი აქვს, მოქალაქეობის მიღება მარტივი იქნება… თუ, რა თქმა უნდა, მეზობლებთან არაა ნაჩხუბარი “- ხუმრობს კრის ტატერსელი.

ინიციატივის მომხრეები აცხადებენ, რომ არასწორია მოსთხოვო ადამიანებს, რომლებმაც მთელი ცხოვრება შვეიცარიაში გაატარეს, დაამტკიცონ, რომ საზოგადოებასთან ნამდვილად ინტეგრირდნენ.

shveicaria

მოწინააღმდეგეები განმარტავენ, რომ ამჟამინდელი გამარტივება, მომავალში კიდევ უფრო დიდ გამარტივებას გამოიწვევს, რაც, საბოლოო ჯამში, ყველა მიგრანტს შვეიცარიის მოქალაქეობის მიღების შესაძლებლობას მისცემს. მოწინააღმდეგეები ქუჩებში ბანერებით გამოვიდნენ, რომლებზეც ჩადრში გამოწყობილი მუსლიმი ქალია გამოსახული. ისინი აცხადებენ, რომ მოქალაქეობის მიღების გამარტივება, ქვეყნის ისლამიზაციას გამოიწვევს.

დაჯავშნეთ იაფი ავიაბილეთი

უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში, შვეიცარიას მოქალაქეობის გაცემის გამარტივების სამი წარუმატებელი მცდელობა ჰქონდა.

იაფი ავიაბილეთები

სამოგზაურო დაზღვევა 1 ლარად

დაჯავშნეთ სასტუმრო გადახდის გარეშე

წყარო: allnews.ge

[adinserter block="3"]
[adinserter block="4"]

ჩვენ გირჩევთ..

იაფი ავიაბილეთები

Georgian Airways
Qatar Airways
Turkish Airlines
KLM
[icegram campaigns=5981]