მორიგი პროცედურა: ევროკავშირის ელჩებმა საქართველოსთან უვიზო მიმოსვლას მხარი დაუჭირეს
WhatsApp მოგვწერე
WhatsApp-ში 💬
032 205 44 43 general@justfly.ge

ავიაბილეთები ყველა მიმართულებით

მორიგი პროცედურა: ევროკავშირის ელჩებმა საქართველოსთან უვიზო მიმოსვლას მხარი დაუჭირეს

„ევროკავშირის ელჩებმა მწვანე შუქი მისცეს შეჩერების მექანიზმს და საქართველოს ვიზალიბერალიზაციას. ევროკავშირის მინისტრები ამას 27 თებერვალს დაამტკიცებენ“, – ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ბრიუსელის ბიუროს რეპორტიორი რიკარდ იოზვიაკი twitter-ზე წერს.

დღეს გამოცხადებული მხარდაჭერის შემდეგ, უვიზო რეჟიმის ამოქმედებამდე კიდევ რჩება რამდენიმე პროცედურა:

1. შემდგომი პროცედურის თანახმად, რეგულაციას დაამტკიცებს ევროკავშირის საბჭო მინისტრების დონეზე.

2. ევროპარლამენტის პრეზიდენტისა და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენლის მიერ საკანონმდებლო ცვლილების ხელმოწერის შემდეგ რეგულაცია გამოქვეყნდება ოფიციალურ ჟურნალში.

3. ამის შემდეგ უვიზო რეჟიმი ოფიციალურად 20 დღეში ძალაშია, თუმცა საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდება შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებული განახლებული რეგულაციის ძალაში შესვლასთან ერთად. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტის, რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ევროპარლამენტში შეჩერების მექნიზმზე კენჭისყრა ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოში თებერვლის ბოლომდე დასრულდება.

შეიძინეთ ყველაზე იაფი ავიაბილეთი

დაჯავშნეთ იაფი სასტუმრო

ჩვენ გირჩევთ..

იაფი ავიაბილეთები

Georgian Airways
Qatar Airways
Turkish Airlines
KLM
[icegram campaigns=5981]