როგორ მოვძებნოთ სამსახური აშშ-ში: ტოპ-6 საძიებო საიტი
WhatsApp მოგვწერე
WhatsApp-ში 💬
032 205 44 43 general@justfly.ge

ავიაბილეთები ყველა მიმართულებით

როგორ მოვძებნოთ სამსახური აშშ-ში: ტოპ-6 საძიებო საიტი

აშშ-ში სამსახურის მოძიება არ არის მარტივი საქმე. ზოგიერთი სამსახურს ეძებს ოკეანის გადაღმა, ზოგიერთი ახლობლებში კითხულობს, ზოგიერთიც კი ინტერნეტში. justFly-მ ზუსტად იცის სად და როგორ მოვძებნოთ სამსახური ამერიკის შეერთებულ შტატებში და მზად არის ეს ინფორმაცია თქვენც გაგანდოთ!

Monster

Monster.com – აშშ-ში სამსახურის ძიების ერთ-ერთი ყველაზე დიდი საიტი. საიტის ბაზაში იძებნება დამსაქმებლების მილიონ განაცხადზე მეტი და სამსახურის მაძიებელთა 150 მილიონზე მეტი რეზიუმე. საიტზე წუთში იძებნება 7900 სამსახური, განიხილება 2800 ვაკანსია და იტვირთება 29 ახალი რეზიუმე.

საიტი Monster შედის ამერიკაში ყველაზე დიდ სამუშაოს საძიებელი სისტემების სამეულში. საიტის გაფართოებული ძიება საშუალებას იძლევა მოიძიოთ სამუშაო არა მხოლოდ ქალაქის, არამედ უნარ-ჩვევებისა და საკვანძო სიტყვების საშუალებითაც.

Craigslist

Craigslist – არის ამერიკელებს შორის ელექტრონული განცხადებების საძიებლი, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საიტი. საიტზე განთავსებულია სხვადასხვა ხასიათის განცხადებები, მათ შორისაა ვაკანსიები აშშ-ში. აირჩიეთ სასურველი ქალაქი, შებრძანდით განყოფილებაში «სამსახური» და შეიყვანეთ საძიებო სიტყვები.

Indeed

Indeed წარმოადგენს საიტს რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ მსოფლიოს მასშტაბით მოძებნოთ სასურველი სამსახური. ყოველთვიურად საიტს სტუმრობს 180 მილიონი უნიკალური მომხმარებელი 50 ქვეყნიდან.

CareerBuilder

CareerBuilder – ეს საიტი შედის აშშ-ს სამსახურის საძიებო ყველაზე დიდი სისტემების სამეულში. ყოველთვიურად საიტს სტუმრობს სამსახურის მაძიებელი 24 მილიონი უნიკალური მომხმარებელი. რაც შეეხება დამსაქმებლებს, სისტემაში წარმოდგენილია Fortune 1000 ის კომპანიები – აშშ-ს ყველაზე პრესტიჟული კომპანიები.

Careerjet

Careerjet – ეს არის სამსახურის საძიები უნიკალური სისტემა რომელიც წვდომას გაძლევთ მილიონობით ვაკანსიაზე, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ვებ-გვერდზეა განთავსებული. სისტემა ეძებს მითითებული პარამეტრების შესაბამისად მონაცემებს და გამისამართებთ ორიგინალ რესურსზე. შედეგები შეგიძლიათ მარტივად გაფილტროთ თარიღის მიხედვით.

HelpDetected

HelpDetected – ამ სისტემაში შეგიძლიათ მოიძებნოთ სხვადასხვა სახის ვაკანსია დაწყებული მძღოლით და ძიძით გაგრძელებული ვებ-პროგრამისტითა და ოფის-მენეჯერით. ძიება ხელმისაწვდომია სხვადასხვა ქალაქებში: ნიუ-იორკი, მაიამი, ბოსტონი, ლოს-ანჯელესი და სხვა.. ვაკანსიების სანახავად საჭირო არ არის რეგისტრაცია, თუ გადაწყვეტთ რეზიუმის ატვირთვას ესეც უფასოა და წაგართმევთ რამოდენიმე წუთს.

შეიძინეთ ყველაზე იაფი ავიაბილეთი

დაჯავშნეთ იაფი სასტუმრო

ჩვენ გირჩევთ..

იაფი ავიაბილეთები

Georgian Airways
Qatar Airways
Turkish Airlines
KLM
[icegram campaigns=5981]