ისარგებლებენ თუ არა დეპორტირებული მოქალაქეები უვიზო მიმოსვლით
032 205 44 43 general@justfly.ge

ავიაბილეთები ყველა მიმართულებით

ისარგებლებენ თუ არა დეპორტირებული მოქალაქეები უვიზო მიმოსვლით

„საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც დეპორტირებული არიან, უვიზო მიმოსვლით გარკვეულ შემთხვევაში ისარგებლებენ“, – ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

“გააჩნია რისთვის იყვნენ დეპორტირებული. თუკი მუხლი შეეხებოდა ძალიან მძიმე დანაშაულს, მათ აღარ ექნებათ უვიზო რეჟიმით სარგებლობის საშუალება. თუმცა თუკი ადამიანმა ამა თუ იმ ქვეყანაში ყოფნის ვადას გადააცილა 10-15 წლის წინ და გაუკეთეს დეპორტაცია, შესაძლოა ისარგებლოს. დოგმატური აღარ არის. ხანდაზმულობის ვადა ყველაფერს აქვს“, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

ამ განცხადებით დოლიძემ უმრავლესობის დეპუტატის, არჩილ თალაკვაძის შეკითხვას უპასუხა. თალაკვაძე დაინტერესდა, ისარგებლებენ თუ არა უვიზო რეჟიმით რეადმისირებული და დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეები.

შეიძინეთ ყველაზე იაფი ავიაბილეთი

დაჯავშნეთ იაფი სასტუმრო

ჩვენ გირჩევთ..

იაფი ავიაბილეთები

Georgian Airways
Qatar Airways
Turkish Airlines
KLM
[icegram campaigns=5981]