როდიდან შესრულდება პირდაპირ ფრენები თბილისიდან სალონიკის მიმართულებით
WhatsApp მოგვწერე
WhatsApp-ში 💬
032 205 44 43 general@justfly.ge

ავიაბილეთები ყველა მიმართულებით

როდიდან შეასრულებს პირდაპირ ფრენებს ავიაკომპანია Ellinair თბილისიდან სალონიკის მიმართულებით

მიმდინარე წლის ზაფხულის სეზონზე, ბერძნული ავიაკომპანია Ellinair რეგულარული საჰაერო მიმოსვლებს ჰერაკლიონი-თბილისი-ჰერაკლიონის საჰაერო ხაზზე დაიწყებს. ასევე ავიაკომპანია განაახლებს ოპერირებას სალონიკი-თბილისი-სალონიკის მიმართულებით.

სალონიკსა და თბილისს შორის რეგულარული რეისები 15 მაისიდან – 24 ოქტომბრამდე, კვირაში ორჯერ, ყოველ სამშაბათსა და პარასკევს განხორციელდება, ხოლო თბილისსა და ჰერაკლიონს შორის ავიამიმოსვლა 16 ივნისიდან – 29 სექტემბრამდე კვირაში ერთხელ, ყოველ პარასკევს შესრულდება. ფრენები Boeing B737, Airbus A319, Airbus A320 და Avro RJ85 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ავიაკომპანიას ზემოთაღნიშნულ მიმართულებებზე ოპერირების ნებართვა 13 აპრილს მიენიჭა.

Ellinair საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2015 წელს შემოვიდა. ავიაკომპანია მგზავრებს ბერძნული საკურორტო ქალაქების მიმართულებით დაბალ ტარიფიან სეზონურ ფრენებს სთავაზობს.

შეიძინეთ ყველაზე იაფი ავიაბილეთი

დაჯავშნეთ იაფი სასტუმრო

ჩვენ გირჩევთ..

იაფი ავიაბილეთები

Georgian Airways
Qatar Airways
Turkish Airlines
KLM
[icegram campaigns=5981]