Georgian Airways-ი თბილისი-მოსკოვის რეისზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
032 205 44 43 general@justfly.ge

ავიაბილეთები ყველა მიმართულებით

Georgian Airways-ი თბილისი-მოსკოვის რეისზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

კომპანია Georgian Airways-ი თბილისი-მოსკოვის რეისზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. კომპანიის ინფორმაციით, გუშინ, მოსკოვში ჩაფრენის შემდეგ, თვითმფრინავი სავალი ბილიკიდან გადავიდა, თუმცა არავითარ საფრთხეს ეს ინციდენტი მგზავრებისთვის არ წარმოადგენდა.

„გუშინ, თბილისი-მოსკოვის რეისზე, მოსკოვში ჩაფრენის შემდეგ, თვითმფრინავი მიემართებოდა სავალი ბილიკიდან სადგომისკენ. სვლის დროს მოსახვევში მარჯვენა ბორბლით გადავიდა სავალი ბილიკიდან გრუნტზე და გაჩერდა. მგზავრების გადაყვანის მიზნით იმავე ადგილზე მიადგეს ტრაპი და ავტობუსების მეშვეობით მგზავრები გადაიყვანეს ჩამოფრენილი მგზავრების ტერმინალში. არავითარ საფრთხეს ეს ინციდენტი მგზავრებისთვის არ წარმოადგენდა. ამის შემდეგ თვითმფრინავი გადაიყვანეს სადგომზე. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ამ წუთამდე მინდინარეობს შემოწმება, თუ რატომ მოხდა აღნიშნული ინციდენტი. მოსკოვიდან მომავალი მგზავრებისთვის თბილისიდან გუშინვე გაიგზავნა თვითმფრინავი და აღნიშნული მგზავრები თბილისში გუშინ გვიან ღამით დაბრუნდნენ“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეიძინეთ ყველაზე იაფი ავიაბილეთი

დაჯავშნეთ იაფი სასტუმრო

ჩვენ გირჩევთ..

იაფი ავიაბილეთები

Georgian Airways
Qatar Airways
Turkish Airlines
KLM
[icegram campaigns=5981]