ავიაბილეთები ყველა მიმართულებით
ფასები: რა ღირს და რომელია ევროპის ყველაზე იაფი ზღვისპირა კურორტები
თუ წელს, საქართველოში არსებულ ზღვისპირა კურორტებზე დასვენება აღარ გსურთ, შეგიძლიათ მეზობელ და ევროპის ქვეყნებს ეწვიოთ. ჩვენ რამდენიმე ტურისტულ კომპანიას დავუკავშირდით, რათა გაგვერკვია, რა ფასად და რომელ ზღვისპირა კურორტებზე შეგიძლიათ დასვენება ზაფხულის სეზონზე.
მათ რამდენიმე მიმართულება შემოგვთავაზეს, მათ შორის ყველაზე პოპულარული თურქეთის ზღვისპირა კურორტი ანტალია აღმოჩნდა. Allnews.ge გთავაზობთ სხვა დაბალფასიანი საზღვაო კურორტების ჩამონათვალს:
ანტალია, თურქეთი

ტურის ღირებულება საშუალოდ 280$-ია, თუმცა ივლის-აგვისტოში ფასი დაახლოებით 100$-ით მაინც იზრდება. აღნიშნულ პაკეტში თბილისის აეროპორტიდან ორმხრივი ავიაბილეთი, სასტუმროში მომსახურება, დღის განმავლობაში სრულად უზუნველყოფილი კვება, აეროპორტში დახვედრა, გაცილება და სამოგზაურო დაზღვევა შედის. ივლის-აგვსტოში 7-დღიანი ტურის ღირებულება დააახლოებით 350$-დან იწყება. ასევე, ზოგიერთი ტურისტული კომპანია ტრანსფერს მომსახურების პაკეტში არ გთავაზობთ.
აია-ნაპა, კვიპროსი

ეს ის კურორტია, რომელსაც ძირითადად, ახალგაზრდები სტუმრობენ. ტურის საშუალო ღირებულება 250 ევროა, რაშიც ტრანსფერები გათვალიწინებული არ არის, ასევე გამგზავრება თბილისის აეროპორტიდან ხორციელდება. სასტუმრო, საუზმე და სამოგზაურო დაზღვევა თანხაში შედის.
პროტარასი, კვიპროსი

კურორტზე მიდიან ის ადამიანები, ვისაც მშვიდად დასვენება სურს. ტურისტული კომპანიების მიერ შემოთავაზებული ტურების ღირებულება ერთი დამსვენებლის შემთხვევაში 270 ევროა, რაშიც ტრანსფერები გათვალისწინებული არ არის, გამგზავრება კი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ხორციელდება.
[tp_search_shortcodes]
Can't find search form model by id "17355372e8"
ლიმასოლი, კვიპროსი

ტურისტული კომპანიების განმარტებით, კურორტი ქართველ დამსვენებლებში პოპულარობით სარგებლობს. დაახლოებით 4-დღიანი ტურის ღირებულება კი 150 ევროდან იწყება. ივლის-აგვისტოში ფასები აქაც იზრდება და შეიძლება, დაახლოებით 300 ევრომდე ავიდეს. ასევე, თანხაში ტრანსფერები გათვალისწინებული არ არის, გამგზავრება კი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ხორციელდება.
ლარნაკა, კვიპროსი

4-დღიანი ტურის ღირებულება 99 ევროდან იწყება, ფრენა ქუთაისიდან ხორციელდება და ღირებულებაში ტრანსფერები არ შედის, თუმცა როგორც ლარნაკას, ისე სხვა მიმართულებების შემთხვევაში, შეგიძლიათ, კომპანიას სასურველ ლოკაციაზე გადაადგილება მომსახურების პაკეტში შეატანინოთ.
ჰალკიდიკი, საბერძნეთი

7-დღიანი ტურის ღირებულება, დაახლოებით 270-300 ევროს ფარგლებშია. გამგზავრება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ხდება, თანხაში კი სასტუმრო, კვება და სამოგზაურო დაზღვევაა გათვალისწინებული.
კრეტა, საბერძნეთი

კრეტაზე დასვენების ფასები დაახლოებით, 400 ევროდან იწყება. გამგზავრება კი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ხდება. ტურისტულ კომპანიას ტრანსფერების გათვალისწინება თქვენი სურვილიდან გამომდინარე ამ შემთხვევაშიც შეუძლია.
[tp_search_shortcodes]
Can't find search form model by id "1743db2eb1"
სანტორინი, საბერძნეთი

7-დღიანი ტურის ღირებულება 550 ევროდან იწყება, რაშიც ორმხრივი ავიაბილეთი, სასტუმროში განთავსება, საუზმე და სამოგზაურო დაზღვევა შედის. სანტორინი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საზაფხულო კურორტია.

ერთკვირიანი პაკეტი დაახლოებით, 500$-დან იწყება, რაშიც ტრანსფერების გარდა ყველა მომსახურება შედის, გამგზავრება კი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ხდება.
გარდა ჩამოთვლილი კურორტებისა, ტურისტული კომპანიები დასვენებას თურქეთის, საბერძნეთისა და კვიპროსის სხვა კურორტებზეც გთავაზობენ, ტურების ღირებულება კი მათ შემთხვევაშიც 100-დან 500 ევრომდე მერყეობს.
ჩვენ გირჩევთ..
ავიაბილეთები 24 ევროდ: Wizzair ქუთაისიდან 2 ახალ მიმართულებას ამატებს
ახალი მიმართულებით ავიაბილეთების გაყიდვა დაწყებულია
აშშ-სთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე მოლაპარაკებები იწყება
აშშ-სთან პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე ნათია თურნავა სექტემბერში მოლაპარაკებებს გამართავს
Ryanair – რომელ ქალაქებში და რა ფასად შეგიძლიათ მოგზაურობა
რომელი მიმართულებით და რა სიხშირით შესრულდება პირდაპირი ფრენა ევროპაში
ავიაბილეთი 10 ევროდ: Ryanair -მა საქართველოდან ფრენები დაიწყო
ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს
აშშ-მ თვითმფრინავის ბორტზე MacBook Pro-ს ზოგიერთი მოდელის ატანა აკრძალა
ივნისში Apple-მა 15-დიუმიანი MacBook Pro-ს ნაწილი უკან გაიწვია
Wizzair -ი ქუთაისიდან 12 ახალ მიმართულებას ამატებს
2020 წელს კომპანია მომხმარებელს ქუთაისის აეროპორტიდან ნახევარ მილიონ საფრენ ადგილს შესთავაზებს