იტალიის ქალაქი ბორმიდა 2 000 ევროს გადაუხდის ყველას, ვინც ქალაქში ცხოვრებას გადაწყვეტს
WhatsApp მოგვწერე
WhatsApp-ში 💬
032 205 44 43 general@justfly.ge

ავიაბილეთები ყველა მიმართულებით

იტალიის ქალაქი ბორმიდა 2 000 ევროს გადაუხდის ყველას, ვინც ქალაქში ცხოვრებას გადაწყვეტს

იტალიის პატარა, მთაგორიანი ქალაქ ბორმიდას მერი ადგილობრივი მოსახლეობისა და ეკონომიკის გაზრდის გამჭრიახი ინიციატივით გამოვიდა.
ქალაქ ბორმიდას მოსახლეობა 394 ადამიანს შეადგენს. ქალაქის მერმა დანიელე გალიანომ სოციალურ მედიაში დაწერა, რომ ქალაქი ახალ მცხოვრებლებს 2 000 ევროს გადაუხდის.

გარდა ამისა, დანიელე გალიანო ქალაქის ახალ მცხოვრებლებს იაფ იჯარას სთავაზობს – მცირე ფართის სახლებზე თვეში 50 ევროს, ხოლო უფრო დიდი ფართობის სახლებისთვის 120 ევროს.

აღსანიშნავია, რომ სოციალურ ქსელში ამ შეთავაზებამ დიდი ინტერესი გამოიწვია არა მხოლოდ იტალიელებში, არამედ უცხოელებშიც. თუმცა, ერთ-ერთ მოთხოვნად მაღალი სიჩქარის ინტერნეტი დაასახელეს.

ქალაქის მერმა აღნიშნა, რომ 2 000 ევროს ოდენობის შეთავაზება ჯერ ადგილობრივმა საბჭომ უნდა დაამტკიცოს.

შეიძინეთ ყველაზე იაფი ავიაბილეთი

დაჯავშნეთ იაფი სასტუმრო

წყარო: bpn.ge

ჩვენ გირჩევთ..

იაფი ავიაბილეთები

Georgian Airways
Qatar Airways
Turkish Airlines
KLM
[icegram campaigns=5981]